"ქმარ­მა მი­თხრა, რომ ჩვე­ნი ვაჟი, რო­მე­ლიც რე­ზერვშია, წინა ხაზ­ზე უნდა იყო­სო" - ფაშინიანმა შვილი ბრძოლის წინა ხაზზე გაუშვა, ცოლი კი ყარაბაღშია
"ქმარ­მა მი­თხრა, რომ ჩვე­ნი ვაჟი, რო­მე­ლიც რე­ზერვშია, წინა ხაზ­ზე უნდა იყო­სო" - ფაშინიანმა შვილი ბრძოლის წინა ხაზზე გაუშვა, ცოლი კი ყარაბაღშია
ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი ხდე­ბა და რო­გორც ჩანს, სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის შე­ჩე­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ახლა მო­გიყ­ვე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის ოჯახ­ზე.

ანა აკო­ფი­ან­მა მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი ჯერ კი­დევ ერევ­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტო­ბი­სას გა­იც­ნო. 1997 წელს ისი­ნი შე­უღლდნენ და მას შემ­დეგ ცოლი ქმრის ჭირ­სა და ლხინს იზი­ა­რებს. როცა მე­უღ­ლე ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და, ანა აკო­ფი­ა­ნის - რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტის, რო­გორც სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის - როლი სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე უფრო
სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გახ­და. მას, 42 წლის დე­დას, რო­მელ­საც ოთხი შვი­ლი ჰყავს (სამი გო­გო­ნა და ერთი ვაჟი), უკვე გავ­ლი­ლი აქვს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბის კურ­სი - აგ­ვის­ტოს თვე­ში, არ­ცახ­ში (მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში) დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი ერთ-ერთ სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში, 15 სხვა ქალ­თან ერ­თად. ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ანა აკო­ფი­ა­ნის მიერ შექ­მნი­ლი მოძ­რა­ო­ბის "ქა­ლე­ბი მშვი­დო­ბი­სათ­ვის" წევ­რე­ბი
არი­ან, აქ­ტი­უ­რად მო­ემ­ზად­ნენ სა­ვა­რა­უ­დო ომის­თვის...

და ომ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა: საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან ერთ თვე­საც არ გა­უვ­ლია, რომ სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო...

ანა აკო­ფი­ან­მა მე­უღ­ლეს­თან - ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­თან ერ­თად, ვა­ჟის - აშო­ტის ჯარ­ში გაგ­ზავ­ნა გა­და­წყვი­ტა, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში, ფრონ­ტის ხაზ­ზე. აქვე შევ­ნიშ­ნავთ, რომ აშოტ ფა­ში­ნი­ან­მა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი 2018 წელს გა­ი­ა­რა, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით. 27 სექ­ტემ­ბერს დი­ლით შვი­ლი გა­ა­ცი­ლა, სა­ღა­მოს კი ყა­რა­ბაღ­ში, სტე­ფა­ნა­კერ­ტში დე­დაც ჩა­ვი­და, ქალ­თა ჯგუფ­თან ერ­თად. ანა აკო­ფი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღელ პო­ლი­ტი­კოს ქა­ლებს - ად­გი­ლობ­რი­ვი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს შეხ­ვდა და ესა­უბ­რა:

"სამ­შობ­ლოს­თვის სიკ­ვდი­ლი ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­მეა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის. დღეს სო­მე­ხი ხალ­ხის­თვის ის­ტო­რი­უ­ლი, გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი დად­გა. სომ­ხებს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი უნდა ჰქონ­დეთ. ჩვენ, ქა­ლე­ბი, ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი უნდა ვი­ყოთ, რომ ყვე­ლა სირ­თუ­ლე გა­დავ­ლა­ხოთ. მე პი­რა­დად ამ მძი­მე ჟამს არ­ცა­ხელ სომ­ხებ­თან ერ­თად წინა ხაზ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სო­მე­ხი ქა­ლე­ბის სიმ­ტკი­ცე­ში. ამ ომში სა­ბო­ლო­ოდ ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ.

აქ რომ მოვ­დი­ო­დი, ქმარ­მა მი­თხრა, რომ ჩვე­ნი ვაჟი აშო­ტი, რო­მე­ლიც რე­ზერვშია, წინა ხაზ­ზე უნდა იყო­სო. მეც შვილს ვუ­თხა­რი: - შვი­ლო, აი, სამ­ხედ­რო ფორ­მა, ჩა­იც­ვი... იცო­დე, რომ გაღ­მერ­თებ, მაგ­რამ ამ ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი არაა იმა­ზე დიდი და კე­თილ­შო­ბი­ლი საქ­მე, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნის მიერ სამ­შობ­ლოს­თვის სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის შე­წირ­ვა. მე ამას მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვამ­ბობ. მე რო­გორც დე­დას, ვე­რა­ნა­ი­რი გა­რე­მო­ე­ბა ვერ შე­მიც­ვლის ამ აზრს ვერც დღეს, ვერც ერთი წლის და ვერც ათი წლის შემ­დეგ. ვიცი, რომ ასე­თი მხო­ლოდ მე არ ვარ. მე ერთ-ერთი ვარ იმ ათა­სო­ბით სო­მეხ ქალ­თა­გან, დე­დებს შო­რის და სწო­რედ ამა­შია ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის სა­წინ­და­რი", - ხაზი გა­უს­ვა ანა აკო­ფი­ან­მა. გაგრძელება


რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?