"ჩემს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის უკან პუტინი დგას, სხვა ვერსია არ მაქვს" - კვირის პალიტრა

"ჩემს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის უკან პუტინი დგას, სხვა ვერსია არ მაქვს"

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამვლის უკან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დგას.

„ვაცხადებ, რომ ამ დანაშაულის უკან პუტინი დგას, მე არ მაქვს სხვა ვერსია იმის შესახებ, რაც მოხდა,“- განაცხადა ნავალნიმ Der Spiegel-თან ინტერვიუში.

გამოცემასთან საუბარში მან ის მომენტიც გაიხსენა, როდესაც ნერვულმა აგენტმა მოქმედება დაიწყო.

„ტკივილს ვერ გრძნობ, მაგრამ იცი, რომ კვდები,“- აღნიშნა კრემლის კრიტიკოსმა.

ალექსეი ნავალნის თქმით, ის რუსეთში დაბრუნებას გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"