ადოლფი ამ ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო, ოფიცერი დააკავა და ტყვეთა ბანაკში გაგზავნა - ფიურერის ბევრისთვის უცნობი დის უჩვეულო ცხოვრება - კვირის პალიტრა

ადოლფი ამ ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო, ოფიცერი დააკავა და ტყვეთა ბანაკში გაგზავნა - ფიურერის ბევრისთვის უცნობი დის უჩვეულო ცხოვრება

1930 წელს პაულა ჰიელდერი, ვენაში სადაზღვევო კომპანიიდან გაათავისუფლეს, ქალი თავდაუზოგავად შრომობდა, სამსახურში არ აგვიანებდა, თუმცა ერთ დღეს გამოუცხადეს, რომ მომდევნო დილით სამსახურში აღარ მისულიყო, რატომ გაუშვეს პაულა ასე მოულოდნელად, რადგან მეორე მსოფლიო ომი დაიწყო? მალევე გაირკვა, რომ პაულამ სამსახური თავისი გვარის გამო დაკარგა.

სანამ მსოფლიოსთვის ჰილდერი ერთი ჩვეულებრივი გვარი იყო, პაულას ძმამ, ადოლფმა ამ გვარის სხვა ინტერპრეტაცია მოიფიქრა და ჰიელდერი ჰიტლერად გადააკეთა, ყველაფერი კი სწორედ "ჰიტლერით" დაიწყო და ადოლფმა ისტორიაში ეს გვარი ყველაზე საძულველად აქცია, მილიონობით ადამიანს კი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით დაუნგრია.

მანამ სანამ ჰიტლერის სახელს მსოფლიოში გაიგებდნენ, ის ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო და პატარა დასთან პაულასთან ერთად იზრდებოდა, მაშინ ალბათ პაულას წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ ადოლფი კაცობრიობის მტერი გახდებოდა. წლების განმავლობაში, ხშირად საუბრობდნენ ადოლფზე, თუმცა მისი დის ცხოვრება დღემდე ბევრისთვის უცნობია.

პაულა ჰიტლერი 1896 წლის 21 ივნის დაიბადა, ის ალოისა და კლარა ჰიტლერების უმცროსი შვილი და ადოლფის ერთადერთი ღვიძლი და იყო. როდესაც პაულა 6 წლის გახდა მამაისი ალოისი პლევრის სისხლდენით გარდაიცვალა და დედამ დიასახლისობას მიჰყო ხელი. ქმრის გარეშე დარჩენილი კლარა ბავშვებთან ერთად მშობლების სახლში ლინცში, ავსტრიაში გადავიდა. ისინი წლების განმავლობაში მთავრობის მიერ დანიშნული პენსიით ცხოვრობდნენ. კლარა არ მუშაობდა, მხოლოდ შვილებს ზრდიდა. ადოლფი და პაულა დედას ძალიან ტკბილად იხსენებდნენ.

საუბედუროდ ალიოსის გარდაცვალებიდან 5 წელში, კლარას მკერდში კვანძი აღმოუჩინეს, ქალმა კვანძს ყურადღება არ მიაქცია. ოჯახის ექიმმა დიაგნოზი დაუსვა, კლარას მკერდის სიმსივნე აღმოაჩნდა და სასწრაფოდ უნდა ემკურნალა. ქალმა დროებით გადადო მკურნალობა და მალევე გარდაიცვალა. პაულა მასზე 7 წლით უფროს ძმაზე ადოლფზე დამოკიდებული დარჩა. დედის გარდაცვალებიდან ძალიან მალე, ადოლფი ვენაში გადავიდა პაულა კი ლინცში, პატარა ოჯახში მიაბარა. და-ძმა სახელმწიფოს მიერ გადახდილი პენსიით არსებობდნენ, მოგვიანებით კი ადოლფმა უარი თქვა თავის წილ პენსიაზე და თანხა მთლიანად თავისი დისთვის გადადო. კლარა ჰიტლერი

პაულა წყნარად ცხოვრობდა, ვენაში წასულ ძმას გულშემატკივრობდა, სწერდა წერილებს და მისგან იგებდა, რომ ადოლფს ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა.

1920-იან წლებში პაულა საცხოვრებლად ვენაში გადავიდა. ადოლფი დიდი გეგმების შესრულების პროცესში იყო, მას ლიდერობა და მხატვრობა სურდა, პაულამ კი შედარებით მშვიდი ცხოვრება აირჩია და მოსამსახურედ დაიწყო მუშაობა, ახაგაზრდა ქალი ოჯახებში დადიოდა და ებრაელთა სახლებს ალაგებდა. რამდენიმე წლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, პაულა საბუღალტრო საქმეში გადავიდა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა. დღეს, ცოტამ თუ იცის პაულა ჰიტლერის პოლიტიკური შეხედულებების შესახებ. ის ებრაულ საერთო საცხოვრებელში მუშაობდა და არასდროს გამოუხატავს ზიზღი მათ მიმართ, ასევე პაულა არასდროს გაწევრიანებულა ძმის მხარდამჭერ პარტიაში და არც ნაცისტების მიმდევარი იყო.

2005 წელს ისტორიკოსებმა დაადგინეს, რომ მე-2 მსოფლიო ომის პერიოში პაულა ვინმე ერვინ ჯეკელიუსზე იყო დანიშნული, ჯეკელიუსი მდიდარი ნაცისტი ოფიცერი გახლდათ, რომელიც ებრაელთა გაზით გაგუდვას ედგა სათავეში, სწორედ მისი მოთხოვნით იკრიებოდა 4000 კაცი გაზის პალატაში. ადოლფი ამ ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო ამიტომ, ოფიცერი დააკავა და აღმოსავლეთ ფრონტზე, ტყვეთა ბანაკში გააგზავნა, სადაც ჯეკელიუსი მალევე გარდაიცვალა.

"ჩემთვის იმის აღმოჩენა, რომ პაულა დანიშნული იყო, ჩემი კარიერის უდიდესი რევოლიცია აღმოჩნდა" - აღნიშნა ისტორიკოსმა ტიმოთი რიბექმა. პაულა ჰიტლერი

მიუხედავად იმ აშკარა ცოდნისა, თუ რას აკეთებდა ადოლფ ჰიტლერი ნაცისტურ გერმანიაში, პაულა ჰიტლერის თავში კვლავ უცნაური ფიქრები ტრიალებდა. იგი აშკარად არ ეთანხმებოდა ძმის მოსაზრებებს, არ უჭერდა მხარს მის პოლიტიკურ იდეებსა და სოციალურ ქმედებებს, თუმცა ჩანდა რომ პაულა ძმას აღმერთებდა. ის ხშირად წუხდა ადოლფთან განშორების გამო და 1946 წელს ამერიკის არმიასთან საუბრისას, აღნიშნა რომ მას არცერთი პროცენტით არ სჯეროდა იმის, რომ ამდენი ხალხის დახოცვის უფლება სწორედ მისმა ძმამ გასცა.

2005 წელს ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს ჟურნალი, სადაც აღწერილია ჰიტლერების ოჯახის სასტიკი ურთიერთობის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, მამა პაულასა და ადოლფს ხშირად სცემდა და ადოლფსაც დაურტყამს ხელი პაულასთვის. ქალი თვლიდა, რომ უკეთესი განალებისა და აღზრდისთვის ეს საუკეთესო გამოსავალი იყო.

ცემის მიუხედავად, ადოლფსაც ძლიერ უყვარდა თავისი და, როდესაც პაულამ სამსახური დაკარგა, ადოლფი თვითმკველობამდე მას დიდი რაოდენობით თანხას უგზავნიდა რაც ქალს საარსებოდ და ცხოვრების გასაგრძელებლად ყოფნდა და ფიურერის კეთილსინდისიერებით გაოცებულიც კი იყო.

ჰიტლერის სიკვდილისა და ომის დასრულების შემდეგ აშშ-ს დაზვერვის თანამშრომლებმა პაულა დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს. ქალმა განმარტა, რომ მას ძმა ძალიან უყვარდა და მისგან ფინანსურ დახმარებას რეგულარულად იღებდა. ადოლფი პაულას ბოლო წლების განმავლობაში სულ 2-ჯერ ჰყავდა ნანახი და მისი თქმით, ევა ბრაუნს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეხვდა.

პაულა მალევე გამოუშვეს და ის ვენაში დაბრუნდა, სადაც წყნარი ცხოვრება განაგრძო. როდესაც ძმის დატოვებული ფული გაუთავდა, პატარა მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და 1952 წელს გერმანიის ქალაქ ბერხტესგადენში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ქალმა სახელი შეიცვალა, პაულა ჰიტლერი, პაულა ვოლფი გახდა.

მისი გვარი ჰიტლერთან არაფერ კავშირში იყო, ახალი გვარი ერთგვარი ზედმეტსახელი იყო, რომელსაც პაულა ადოლფს ბავშვობაში ეძახდა და სწორედ ამ სახელს იყენებდა, როდესაც და ფიურერს საიდუმლო ინფორმაციას წერდა. თავისი ცხოვრების უმეტესი პერიოდი, პაულამ განმარტოებით ცხოვრებაში გატარა, ის არ ესწრებოდა სოციალურ შეკრებებს, არ გადიოდა ხალხში. მან იცოდა, რომ ადოლფი საზოგადოებას არ უყვარდა და თავისი დარჩენილი ცხოვრება კარჩაკეტილ ოთხ კედელში დაჰყო. 1959 წელს, ის ცხოვრებაში პირველად ინტერვიუს დათანხმდა. პიტერ მორლი გერმანიაში დაბადებული ბრიტანელი რეპორტიორი პაულას დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა, სამწუხაროდ ორიგინალი გერმანული ინტერვიუ მალევე დაიკარგა და ისტორიას ინგლისური ვერსია შემორჩა.

ინტერვიუს უმეტესი ნაწილი იმაზე იყო, თუ როგორ ცხოვრობდა პაულა ადოლფთან ერთად და როგორი ბავშვობა ჰქონდათ მათ. პაულა პოლიტიკურ კითხვებს ერიდებოდა, ინტერვიუში ჩანს, რომ ქალი უფროს ძმაზე საუბრისას აღტაცებას ვერ მალავდა და რამდენჯერმე ამბობს, რომ ადოლფ ჰიტლერს ამდენი საშინელი საქმის ჩადენა არ შეეძლო.

"ის პატივს სცემდა ადოლფს, როდესაც საქმე კრიტიკას ეხებოდა, ყოველთვის იცავდა. ინტერვიუს მსვლელობისასა, როდესაც ადოლფზე რამდენიმე კითხვა დავუსვი, მითხრა, ჩემი ძმა ყოველთვის ლიდერი იყო და ხალხი აკეთებდა იმას, რასაც ეტყოდაო" - აღნიშნა ჟურნალისტმა.

1960 წლის 1 ივნისს 64 წლის ასაკში პაულა ჰიტლერ-ვოლფი გარდაიცვალა და ამით მორჩა მათი გვარის არსებობაც, ის ჰიტლერების გვარის ბოლო პირდაპირი წარმომადგენელი იყო.(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)