"მას შემდეგ, რაც პირველად შეგხვდი, დავიფიცე რომ ყველგან გამოგვყვებოდი, სიკვდილამდეც კი. იცი, რომ მე მარტო შენ მიყვარხარ" - კვირის პალიტრა

"მას შემდეგ, რაც პირველად შეგხვდი, დავიფიცე რომ ყველგან გამოგვყვებოდი, სიკვდილამდეც კი. იცი, რომ მე მარტო შენ მიყვარხარ"

იდეალოგია რომელიც ჰიტლერმა ნაცისტურ სამყაროში შექმნა ღრმად გაუჯდა მთელ მსოფლიოს. იმ დროს, ქალი, რომელიც ქერა თმას ატარებდა, ყოველთვის მხიარული, ბევრი ბავშვის გარემოცვაში მყოფი დიასახლისი უნდა ყოფილიყო. ითვლებოდა, რომ ქალს ბავშვების გაჩენისა და ქმრის მოვლის გარდა სხვა საქმე არ უნდა ჰქონოდა და მსგავსი სლოგანიც არსებობდა "Kinder, Kuche, Kirche" ბავშვები, სამზარეულო და ეკლესია, ანუ სხვა ინტერესი ამ სქესს არ უნდა გასჩენოდა.

1920 წელს მესამე რიგის რაიხს, ანა მარია სიმუნდს კაცების მიერ გამძაფრებულმა ქალთმოძულეობამ ბიძგი მისცა მათ პარარელულად ქალების როლი სასზოგადოებაში კიდევ უფრო გაეზარდა. სურდა სპორტსმენი ევა ბრაუნის, მაგდა გებელსისა და სხვა ძლიერი ქალებივით სხვებსაც ეგრძნოთ თავიანთი სქესის სიძლიერე.

ჰიტლერს ანა მარია სიმუნდის პიროვნება შეუმჩნეველი არ დარჩენია, 1924 წელს ადოლფმა სიმუნდის ახლად შექმნილი მოძრაობისა და მისი საზოგადოებაში გამოჩენის შესახებ შეიტყო. ფიურერს, ხალხის მართვა არ ეშლებოდა და სანამ უშუალოდ ტირანიას აირჩევდა მანამდე ქუჩებში ხალხს კეთილად ექცეოდა, მათ დასანახად ქალებს ესაუბრეოდა და თანაგრძნობასაც კი გამოთქვამდა მათ მიმართ. ჰიტლერმა კარგად იცოდა იმ ქალების სია, ვინც ნაცისტურ გერმანიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და მათი სიძლიერით ბევრი რამის შეცვლა იყო შესაძლებელი.

ანა მარია სიმუნდის მსგავსად, გერმანიაში ბევრი წარმატებული ქალი მოიძებნებოდა, რომელიც იდეალოგია, "Kinder, Kuche, Kirche"-ს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა.

1926 წელს როდესაც ნაციონალ-სოციალისტურ გერმანულ მუშათა პარტიას საფრთხე შეექმნა, ჰიტლერმა თავის მოკვლა გადაწყვიტა, ელიტური წრის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ელზა ბრუცკმენმა კი ფიურერს გერმანიაში ყველა ცნობილი და მნიშნველოვანი ხალხი გააცნო, ჰიტლერი შეხვდა მრეწველებს, მათ შორის ემილ კარდიფონს, რომელმაც პარტიის ყველა ვალი გადაიხადა, ასევე ელზამ ჰიტლერს ელენ ბეხშტეინი გაცნო, ცნობილი პიანინოების მწარმოებლის ცოლი, ელენმა მას მდიდრული ლიმუზინი და საჩუქრები გაუგზავნა და შეიძლება ითქვას, რომ გაჭირვებაში მყოფი ნაციონალურ-სოციალისტური პარტია სწორედ ქალებმა გადაარჩინეს, რომლებიც ხალხის აზრით უმოქმედო არსებები იყვნენ.

ჰიტლერმა გაჭირვებიდან ამოძრომის შემდეგ, ირგვლივ ინტელექტუალი, ცნობილი და შემოსავლის მომტანი ქალები შემოიკრიბა და ამ იდეოლოგიის დარღვევა თავისდაუნებურად დაიწყო.

ჰიტლერს პირადი ცხოვრება თითქმის არ გააჩნდა, თუმცა მის ცხოვრებაშიც გამოჩნდა ძლიერი ქალი ევა ბრაუნი, რომელსაც თავისი სურვილები, ოცნებები და მიზნები ბოლომდე გაანდო.

ევა ბრაუნი 1912 წელს, გერმანიაში, ერთ-ერთ თანამედროვე ოჯახში დაიბადა, მამა მასწავლებელი, დედა კი მკერავი გახლდათ. 1929 წელს ევამ ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა და მალევე ამ პროფესიამ ისე გაიტაცა, რომ პროფესიონალ ფოტოფრაფად ჩამოყალიბდა და ბევრ საინტერესო ფოტოგრაფიულ წამოწყებაში იღებდა მონაწილეობას. ერთხელ ევა ერთ-ერთი ქუჩის გადაღებისას ადოლფს შეხვდა და 1932 წელს ამ შეხვედრამ ორივე ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

ევა უდაოდ ლამაზი ქალი იყო, ის გახლდათ ახალგაზრდა, ქერა, გამოყვანილი, დახვეწილი ფიგურით და გამორჩეული ჩვევებით. ევას თხილამურებზე სრიალი და ტანვარჯიში უყვარდა, თუმცა ამ პროფესიებში თავის წარმოჩენის დიდი უნარი არ აღმოაჩნდა და მხოლოდ ჰობად დაიტოვა თითოეულოი.

ევა ხალხისგან დისტანცით ყოფნას ამჯობინებდა, თუმცა ჰიტლერთან ახლოს იყო და არასდროს ერეოდა მის პოლიტიკურ საქმეებში. ისინი იშვიათად ჩნდებოდნენ ხალხში ერთად და ცოტა გერმანელმა თუ იცოდა რეალურად რა ხდებოდა მათ შორის. ჰიტლერის "საუკეთესო მეგობარი" როგორც ამას თვითონ ამბობდა, ბევრად მეტი იყო მისთვის, ვიდრე უბრალო ქალი.

"ყველა ინტელექტუალი კაცი მარტივ ქალს ირჩევს, წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მასში ქალი რომ არსებობდეს, ის მე სამსახურში შემიშლიდა ხელს, ჩემს თავისუფალ დროს დაიკავებდა. მე სიმშვიდე მიყვარს და ვერასდროს მოვიყვან ცოლს" - ამბობდა ადოლფ ჰიტლერი, თუმცა ეს იდეოლოგია, რამდენად სიმართლე იყო ეს არავინ იცოდა.

"გერმანიასა და მთელ სამყაროში, გამორჩეულად უდიდესი ადამიანის ბედი ვარ," - ამბობდა ევა ბრაუნი, თითქოს ევა არ უარყოფდა მათ ურთიერთობას, რასაც ადოლფზე ნამდვილად ვერ ვიტყოდით.

ნაცისტურ იდეოლოგიას ანგრევდნენ ბრაუნის მსგავსი ქალები, ლამაზები, ჭკვიანები და ძლიერები, ეს ჰიტლერმაც კარგად იცოდა და ერთი შეხედვით თვალს ხუჭავდაა ამაზე.

თითქოს უარყოფილი რომანის მიუხედავად, 1923 წელს ფიურერი და ევა ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად და 1944 წელს ევამ მისგან შორს მყოფ ადოლფს სასიყვარულო წერილი გაუგზავნა.

"მას შემდეგ, რაც პირველად შეგხვდი, დავიფიცე რომ ყველგან გამოგვყვებოდი, სიკვდილამდეც კი. იცი, რომ მე მარტო შენ მიყვარხარ" - მიწერა ევამ ადოლფს.

1945 წლის 28 აპრილს, ბრაუნის ოცნება ასრულდა და მათ ვიწრო წრეში იქორწინეს, წვეულებას ჰიტლერის ორი მდივანი, მარტინ ბრომენი, ორი გენერალი და გებელსი ესწრებოდნენ.

ამ ყველაფრის შემდეგ, რამდენიმე წელში მათ ასევე ერთად დატოვეს ეს ქვეყანა და ნაცისტური გერმანია. ევა ბრაუნმა, ანა მარია სიმუნდმა და მისნაირმა ქალებმა დაამტკიცეს რომ სლოგანი "Kinder, Kuche, Kirche" ბავშვები, სამზარეულო და ეკლესია, იყო მოწოდება, რომლის პარალელურად ქალების ჩართვაც შეიძლებოდა სხვა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებში. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)