"პუტინი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არასტაბილურობას თესავდა, ახლა თვითონ არის ალყაში" - რას წერს ამერიკული გამოცემა?
"პუტინი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში  არასტაბილურობას თესავდა, ახლა თვითონ არის ალყაში" - რას წერს ამერიკული გამოცემა?
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის "ბი-ბი-სი"-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian») თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა აშშ-ის გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმს"-ში («The New Yiork Times») დაბეჭდილი სტატიის მოკლე შინაარსი სათაურით "ვლადიმერ პუტინი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არასტაბილურობას თესავდა, ახლა თვითონ არის ალყაში" (საგაზეთო სტატიის ავტორია ანტონ ტროიანოვსკი, გაზეთის საკუთარი კორესპონდენტი მოსკოვში).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს «BBC russian»-ის ვებ-გვერდიდან:

"რუსეთის პრეზიდენტის გავლენა თანდათან სუსტდება როგორც კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ასევე ბელარუსში და ყირგიზეთში მიმდინარე პოლიტიკურ რყევებთან დაკავშირებით. ბოლო დროს მათ
დაემატა სამხრეთ კავკასიაში, მთიანი ყარაბაღის გამო განახლებული სომხეთ-აზერბაიჯანის ომიც", - ნათქვამია სტატიაში.

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო არენაზე მრავალი წლის განმავლობაში იქმნიდა ძლიერი ხელმძღვანელის იმიჯს - ანუ ისეთი ლიდერისა, რომელიც უნარიანად უმკლავდება მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებს... მაგრამ ახლა, მისდა მოულოდნელად, კონფლიქტები მატულობს რუსეთის ე.წ. გავლენის სფეროშიც.

ანალიტიკოსები
აღნიშნავენ, რომ ისევე როგორც თვით რუსეთში, ასევე მის მეზობელ ქვეყნებში მკვეთრად დაეცა ხელისუფლების ნდობის რეიტინგი კორონავირუსის ფონზე.
ზოგიერთები თვლიან, რომ ამჟამად ვლადიმერ პუტინმა, ალბათ, უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს თვით რუსეთის შიდა პრობლემებს - ეკონომიკური სიტუაციიდან დაწყებული, გარემოს დაბინძურებით და მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფით დამთავრებული... მაგრამ თვით პრეზიდენტისათვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რასაც იგი რუსეთის დიდებად მიიჩნევს. ამიტომ ვლადიმერ პუტინის ყურადღება საგარეო პოლიტიკაზეა მიპყრობილი.

მოსკოვი შეშფოთებულია ბელარუსის კრიზისით, სადაც ჩვეულებრივად პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა მოსკოვისგან დისტანცირდება - კრემლის მხრიდან ალექსანდრე ლუკაშენკოს დახმარების გამო.

"ვლადიმერ პუტინის ზოგიერთი მრჩეველი თვლის, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო უნდა გადადგეს, სხვები კიდევ ამბობენ, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება შეიძლება ძალზე სახიფათო მაგალითი გახდეს თვითონ ვლადიმერ პუტინისათვის", - წერს "ნიუ-იორკ თაიმსი". (წყარო)


მოამზადა სიმონ კილაძემ

კომენტატორი
17 ოქტომბერი 2020 16:00
რუსი წავა, ლეკი და თათარი მოვა.
beso
13 ოქტომბერი 2020 12:50
დროა მოსკოვი დაფიქრდეს ე.წ. პერესტროიკის დამთავრებაზე. 35 წელია პოსტსაბწოთა სივრცესა და თავად რუსეთს პოლიტიკისა და განვითარების გაგება არ გააჩნია და კართაგენადაა ქცეული!
რეალობა
13 ოქტომბერი 2020 12:00
გასროლილი ბუმერანგი უკან უბრუნდება... ჯერ სად არსი, ეს ჟურნალია, კინო რომ დაიწყება რუსეთი მხოლოდ მოსკოვი იქნება!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები