"კაბა და საცვალი სისხლიანი იყო, გოგონა ტიროდა, ეგონა რომ მოკვდებოდა" - "ქალთა წინადაცვეთის" საქმე, დაზარალებული 10 წლისაა
"კაბა და საცვალი სისხლიანი იყო, გოგონა ტიროდა, ეგონა რომ მოკვდებოდა" - "ქალთა წინადაცვეთის" საქმე, დაზარალებული 10 წლისაა
ინგუშეთში სასამართლო "ქალთა წინადაცვეთის" საქმეს განიხილავს. ეს პირველი შემთხვევაა რუსეთის სასამართლო ისტორიაში, როცა მსგავსი საკითხი განიხილება. როგორც მედიასაშუალებები წერენ, ეს წეს-ჩვეულება ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებშია გავრცელებული და ინგუშეთში წლის განმავლობაში ათასობით მსგავსი "ოპერაცია" კეთდება, რომლის დროსაც ქალებს სასქესო ორგანოს უმახინჯებენ. ამ შემთხვევათაგან ეს პირველია ინციდენტია, როცა წინადაცვეთილი გოგონას დედამ სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართა.

წინადაცვეთა თუ სიკვდილი?

ისტორია 2019 წელს დაიწყო. როცა ინგუშეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა შვილები, რომლებიც პირველი მეუღლისგან ჰყავ
და სტუმრად დაპატიჟა. ვაჟი და გოგონა მშობლების დაშორების შემდეგ დედასთან ცხოვრობდნენ ჩეჩნეთში. მამასთან სტუმრობის მეორე დღეს პატარა ბიჭმა დედას დაურეკა და უთხრა, რომ მისი და სახლში დასვრილი და ატირებული მიიყვანეს.

როგორც აღმოჩნდა, დედინაცვალმა 10 წლის გოგონა თავის 7 წლის შვილთან ერთად ქალაქ მაგასის საავადმყოფო "აიბოლიტში" მიიყვანა, სადაც ბავშვთა გინეკოლოგმა
იზანია ნალგიევამ გოგონებს წინადაცვეთა ანესთეზიის გარეშე გაუკეთა. გოგონას ბებიის თქმით, საოპერაციო მაგიდაზე ბავშვი ძალით დააწვინეს, ის ცდილობდა წამოდგომას, თუმცა ხელ-ფეხს დედინაცვალი და საავადმყოფოს თანამშრომელი უჭერდა. ბავშვს ეუბნებოდნენ, რომ ამ ოპერაციას ყველა ქალს უკეთებდნენ და თუ წინადაცვეთას არ გაიკეთებდა, მოკვდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ოპერაციისას გოგონას სასქესო ორგანო დაუსახიჩრეს, მამამ კი შემდეგ ბავშვებს 500 რუბლი მისცა და გროზნოში სამარშრუტო ტაქსით გაგზავნა.

"კაბა და საცვალი სისხლიანი იყო. როცა დედამ ბავშვი სახლში მიიყვანა ის ტიროდა და საღამომდე ისტერიკაში იყო, ეგონა რომ მოკვდებოდა" - ამბობს გოგონას ბებია.

ბავშვს საღამოს მაღალი ტემპერატურაც ჰქონდა და მათ სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს. ექიმებმა გოგონას სასქესო ორგანოზე ჭრილობა აღმოაჩინეს.
დედამ ბავშვის მამას დაურეკა, მამაკაცმა არ უარყო ამბავი და ეს ყველაფერი ასე ახსნა: "რომ არ აღეგზნოს"...

რას ამბობს გამოძიება?

გოგონას დედამ ჩეჩნეთის საგამოძიებო სტრუქტურებს მიმართა. მათ სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გოგონა მომავალში შეძლებს მშობიარობას... ჭრილობა არ იყო სასიკვდილო.

ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე, რომელიც შემდეგ ინგუშეთის სასამართლოს გადაეგზავნა, შემთხვევა ითვალისწინებს დამნაშავის 40 ათასი რუბლით დაჯარიმებასა და 4 თვემდე თავისუფლების აღკვეთას. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონასთვის მიყენებული ჭრილობა არ იყო სიცოცხლესთან შეუფერებელი და სავარაუდოდ, მისი ორგანოს ფუნქცია არ დარღვეულა.

იურისტები თვლიან, რომ ექსპერტიზა სათანადოდ არ ჩატარდა და არც სამართალდამცავებს მიუციათ საქმისთვის სწორი მიმართულება. გოგონასთვის არ ჩაუტარებიათ გინეკოლოგიური და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა.

ექიმი ნალგიევა და "აიბოლიტი"

ოპერაციის ჩამტარებელი ექიმი ნალგიევა საქმის ერთადერთი მთავარი ფიგურანტია. ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგ, მან აღიარა წინადაცვეთის ფაქტი. დაკითხვის პროტოკოლში აღნიშნულია, რომ ოპერაციის ჩატარების უფლება ექიმს, გოგონას მშობლებმა მისცეს. მოგვიანებით კი განაცხადა: "უყურადღებოდ წავიკითხე პროტოკოლი და არასწორად მივუთითე, თითქოს წინადაცვეთის რიტუალი ჩავატარე" - განაცხადა ექიმმა.

საზოგადოებისთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ ევროპის კონვენციის მიხედვით, მსგავსი ტიპის ოპერაცია ადამიანის წამებად ითვლება, სწორედ ამიტომ, პატარა გოგონას დამცველი იურისტები ცდილობენ ბოლომდე იბრძოლონ და დამნაშავე დაისაჯოს.

ცნობილია ისიც, რომ კლინიკა "აიბოლიტი" არ არის ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მოქალაქეებს "ქალთა წინადაცვეთის" მომსახურეობას სთავაზობდა. უმეტესწილად მსგავს ოპერაციებს სახლის პირობებში, ანტისანიტარიაში ატარებენ. ანესთეზიის გარეშე გოგონებს წინადაცვეთას დანის, სამართებლის ან მაკრატლის საშუალებით უკეთებენ.

2017 წლის 24 იანვარს, საქართველოს მთავრობამ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის "ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, ამ კონცენციას ხშირად სტამბოლის კონვენციადაც მოიხენიებენ. საკანონმდებლო ინიციატვები ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას და მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხით ახალი მიდგომების შემუშავებას.

ცლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ასევე დაემატა ახალი, 133-ე პრიმა მუხლი, რომელიც ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაციას ითვალისწინებს. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება რელიგიური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით თუ ამის გარეშე, სისხლის სამართლის წესით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 6 წლამდე. ხოლო ამ დანაშაულის ორსულის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალის ან არასრულწლოვანის მიმართ ჩადენა დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 7 წლამდე. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)

აზიზა
14 ოქტომბერი 2020 15:53
სიბნელე!!! ანესთეზიაც ,,რელიგიურ სიწმინდეს” ეწინააღმდეგეგება?

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები