აზერბაიჯანის საგარეო უწყება: "სომხეთმა ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია 12 ადამიანი"
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: "სომხეთმა ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია 12 ადამიანი"
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია 12 და დაშავებულია 40 ადამიანი.

განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამსახურმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ განადგურებულია საცხოვრებელი შენობები და მოქალაქეები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის შენობების ნანგრევებიდან გამოყვანილია 40 დაშავებული მოქალაქე და 12 გარდაცვლილის ცხედარი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა წუხელ,
ადგილობრივი დროით 01:00 საათზე განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები