"სომხეთი უდანაშაულო ადამიანებს კლავს, ამაზე გაჩუმება მკვლელობებში თანამონაწილეობას ნიშნავს" - კვირის პალიტრა

"სომხეთი უდანაშაულო ადამიანებს კლავს, ამაზე გაჩუმება მკვლელობებში თანამონაწილეობას ნიშნავს"

სომხეთი ომის დანაშაულების ჩადენასა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას განაგრძობს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მისივე თქმით, სომხეთის დანაშაულებრივ ქმედებებზე გაჩუმება ამ მკვლელობებში თანამონაწილეობას ნიშნავს.

"ის კლავს მშვიდობიან ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს. ამაზე გაჩუმება მკვლელობებში თანამონაწილეობას ნიშნავს. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ძვირფასი აზერბაიჯანის მხარეს ვდგავართ,"- წერს ჩავუშოღლუ.

"ინტერპრესნიუსი"