"სომხეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანი-საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა" - კვირის პალიტრა

"სომხეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანი-საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა"

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ განჯაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანი-საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია კომპანია "აზერენერჯიზე" დაყრდნობით ავრცელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ რაკეტები, რომლის სამიზნე მინგეჩაურის წყალსაცავი იყო, ჰაერშივე განადგურდა, განჯის მიმართულებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამუხ – გარდაბნის საერთაშორისო მნიშვნელობის 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი,"- აცხადებენ "აზერენერჯიში".

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ დაზიანება მოკლე დროში აღმოფხვრა.

"ინტერპრესნიუსი"