სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს - კვირის პალიტრა

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყებებში აცხადებენ, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდება.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსკოვში, 10 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად და აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მოწოდებების გათვალისწინებით მიიღეს, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ.

რუსეთის საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა, რომლის შუამავლობით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ერთი კვირის წინ მიაღწიეს, დღეს სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შესრულდეს.

"ინტერპრესნიუსი"