დამნაშავემ მასწავლებელი ყელის არეში დაჭრა და თავი მოჰკვეთა - რა მოხდა პარიზში
დამნაშავემ მასწავლებელი ყელის არეში დაჭრა და თავი მოჰკვეთა - რა მოხდა პარიზში
16 ოქტომბერს, პარასკევს, პარიზთან ახლოს, ქალაქ კონფლან-სენ-ონორინში საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას თავს მოსკოვში დაბადებული 18 წლის ბიჭი დაესხა. სამართალდამცავებმა დაკავებისას დამნაშავე წინააღმდეგობის გაწევის გამო მოკლეს.
სამართალდამცავთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩეჩნური წარმომავლობის თავდამსხმელი აბდულაკ ა.  2002 წლის 12 მარტს მოსკოვში დაიბადა, საფრანგეთში კი ლტოლვილის სტატუსი მიიღო.

მედიის ინფორმაციით, 47 წლის მასწავლებელი სამუელ პატი მუქარებს მას შემდეგ იღებდა, რაც გაკვეთილზე ბავშებს წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა.

პოლიცია მასწავლებელზე თავდასხმის საქმეს
ტერაქტის კვალიფიკაციით იძიებს. შემთხვევა პარიზის დროით 17:00 საათზე მოხდა.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი რადიკალთა ჯგუფში არ ირიცხებოდა, თუმცა ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო.

"ინტერფაქსის“ ცნობით, საფრანგეთში რუსეთის საელჩო აქტიურაად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რადგან დამნაშავე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სამართალდამცავებმა დააკავეს 9 ეჭვმიტანილი, მათ
შორის დამნაშავის ნათესავები. დაკავებულთა შორისაა ერთი არასრულწლოვანიც. მოგვიანებით პოლიციამ კიდევ 5 ადამიანი დააკავა, რომელთაგან ორი იმ სკოლის მოსწავლის მშობელია, რომელშიც გარდაცვლილი ასწავლიდა.

რაც შეეხება  კარიკატურებს, რომლებიც მასწავლებელმა მოსწავლეებს უჩვენა, საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილია, ის ჟურნალ Charlie Hebdo-შიც გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ამ კარიკატურების გამო ჯიჰადისტები ჟურნალის რედაქციას დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამ საქმეზე სასამართლო პროცესები ისევ მიმდინარეობს.

კადიროვის გამოხმაურება

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი, მან მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ამასთანავე განაცხადა, რომ არ უნდა ხდებოდეს მორწმუნეთა პროვოცირება და მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა - "ასეთი ქმედებები პროვოკაციულია. მოგიწოდებთ ნუ ახდენთ მორწმუნეთა პროვოცირებას“, - განაცხადა რამზან კადიროვმა.
რამზან კადიროვი
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საფრანგეთში ცდილობენ ყველა მათი პრობლემა ჩეჩნებს გადააბრალონ. ყველას ვარწმუნებ - ჩეჩნები აქ არაფერ შუაშია“, - დაწერა სოციალურ ქსელში რამზან კადიროვმა. მან საზოგადოებას მას შემდეგ მიმართა, რაც მედიასაშუალებები დამნაშავის ჩეჩნურ წარმომავლობაზე ალაპარაკდნენ.

გაზეთ Le Point-ის ცნობით, საფრანგეთს არ სურდა აბდულაკის ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გაზეთს განუცხადა, რომ 2008 წელს, როცა ოჯახი საფრანგეთში ჩეჩნეთიდან ჩავიდა, მათ უარი ეთქვა სტატუსის მინიჭებაზე. სამი წლის შემდეგ, საფანგეთის სასამართლომ თავიდან განიხილა ლტოლვილთა საქმე, უარყო ეს გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ოჯახმა მოახერხა ქვეყანაში დარჩენა.

რა არის ცნობილი თავდასხმაზე?

როგორც ცნობილია, დანით შეიარაღებული დამნაშავე ქალაქ კონფლან-სენ-ონორინის საშუალო სკოლასთან დახვდა მასწავლებელს. ეს ადგილი პარიზიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. დამნაშავემ მასწავლებეს ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა  და თავი მოჰკვეთა.

თვითმხილველთა თქმით, დანაშაულის ჩადენისას მან რამდენჯერმე დაიძახა: "ალაჰ აკბარ“.

მან შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა ის მალევე, მეზობელ ქალაქ ერანში დააკავეს. დაკავებისას ის არ ჩაბარდა სამართალდამცავებს, მათ ცივი იარაღითაც ემუქრებოდა, რის გამოც პოლიციელებმა დამნაშავეს რამდენჯერმე ესროლეს.

ვინ იყო გარდაცვლილი მასწავლებელი?

47 წლის სამუელ პატი ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი იყო. გაკვეთილზე, რომელიც თანამედროვე საზოგადოებასა და სიტყვის თავისუფლებას ეხებოდა, მან მოსწავლეებს მუჰამედის კარიკატურები აჩვენა. რამდენიმე წლის წინ Charlie Hebdo-ს გამოქვეყნებულმა ამ კარიკატურებმა საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
სსამუელ პატი ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი იყო
როგორც ცნობილია, სანამ მასწავლებელი მოსწავლეებს კარიკატურებს უჩვენებდა, მან ბავშვებს სთხოვა, კლასი დაეტოვებინა იმ მოსწავლეებს, რომელთათვისაც ეს კარიკატურები შეურაცხმყოფელი იქნებოდა.

"ჩემი ვაჟი ამბობს, რომ ის ძალიან ყურადღებიანი, ძალიან მეგობრული და ძალიან კეთილი მასწავლებელი იყო. მან კარიკატურის ჩვენებამდე მუსლიმ მოსწავლეებს უთხრა: "გადით კლასიდან, არ მინდა თქვენი რელიგიური გრძნობები შეურაცხვყო“ - ყველა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.

საინფორმაციო სააგენტი "როიტერის“ ცნობით, შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა მამაკაცის ვიდეო, რომელიც ამბობდა რომ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი იყო, ის მასწავლებელს ყაჩაღად მოიხსენიებდა და სხვებს გაერთიანებისკენ მოუწოდებდა სიტყვებით: "შეჩერდი, არ შეეხო ჩვენს შილებს!“

რეაქცია
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პრემიერ მინისტრმა ჟან კასტექსმა მკაცრად დაგმეს მომხდარი ფაქტი და აღნიშნეს, რომ  "დანაშაულში იკვეთება  ისლამისტური ტერორიზმის ყველა ნიშანი".

"მინდა გაგიზიაროთ ჩემი ბრაზი, ეს თავდასხმა, საფრანგეთის რესპუბლიკაში არსებულ მთავარ პრინციპებზე თავდასხმაა, მთავრობას ექნება შესაბამისი პასუხი" - განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა.


ნოდარი
19 ოქტომბერი 2020 12:00
სულ დალაჩრდნენ ეს ევროპელები, შუა საუკუნეების ჯვაროსნების შთამომავლები მაინც არ იყვნენ. მოკლედ, ფუფუნება ისევე იწვევს დეგრადირებას ადამიანებში, როგორც სიღატაკე.
იოსები
19 ოქტომბერი 2020 01:33
სიცოცხლის უფლების დაცვა ფარატინა ქაღალდად იქცა, სახელმწიფო ვერ ახერხებს ამ უპირველესი ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფას, რომელ დემოკრატიაზეა საუბარი???
გიორგი
18 ოქტომბერი 2020 23:24
არ შეიძლება სხვისი რელიგიის,აღმსარებლობის შეურაცხყოფა.შეიძლება არ მოგწონდეს და არ იზიარებდე,მაგრამ იმ ადამიანისთვის ის წმინდაა და დაცინვით არ უნდა შეეხო,ხოცვა-ჟლეტა არაა საჭირო,მაგრამ გარეულზე რომ არაფერი ვთქვათ,შინაური, თავგასული უზნეოები ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ დედა ეკლესიას. შეიძლება არ მოგწონდეს რომელლიმე საეკლესიო მოღვაწე,მაგრამ ქართული ეკლესიის ავად მოხსენიება და მითუმეტეს,ლანძღვა მკაცრად უნდა ისჯებოდეს. ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეს,მაგრამ საქმე როდესაც ეროვნულსა და რწმენას ეხება,დიდი დაფიქრება გვმართებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები