"მეგონა, კოვიდი არ არსებობდა, სანამ თვითონ არ დავინფიცირდი" - ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი უკრაინელი ბლოგერი - კვირის პალიტრა

"მეგონა, კოვიდი არ არსებობდა, სანამ თვითონ არ დავინფიცირდი" - ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი უკრაინელი ბლოგერი

პოპულარული უკრაინელი ფიტნეს-ბლოგერი, დმიტრი სტუჟუკი, კორონავირუსით გარდაიცვალა - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წერს.

ბლოგერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, ინსტაგრამ გვერდზე მეუღლემ, სოფიამ გაავრცელა : "დიმა ჩვენთან აღარ არის, მისმა გულმა ვერ გაუძლო დატვირთვას"

მისივე თქმით, ბლოგერს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ჰქონდა.

დმიტრი 34 წლის იყო და ინსტაგრამზე ბლოგს მართავდა, რომელსაც მილიონი გამომწერი ჰყავდა.

"მეგონა, რომ კოვიდი არ არსებობდა, სანამ თვითონ არ დავინფიცირდი, საშინელი ვირუსია" - დაწერა მან გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე.