"ჩვენი თანამემამულეების უფლებების დასაცავად ბოლომდე საბრძოლველად მზად ვართ“ - კვირის პალიტრა

"ჩვენი თანამემამულეების უფლებების დასაცავად ბოლომდე საბრძოლველად მზად ვართ“

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზადაა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მოსკოვში ჩავიდეს და ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდეს.

"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მზად ვარ ძალისხმევა არ დავიშურო ამ შედეგის მისაღწევად, მათ შორის მოსკოვში გავემგზავრო და ილჰამ ალიევს შევხვდე“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, სომხეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება კომპრომისს უნდა ეფუძნებოდეს.

"თუ არ იქნება მეორე მხრიდან მზაობა, მთიან ყარაბაღში ჩვენი თანამემამულეების უფლებების დასაცავად ბოლომდე საბრძოლველად მზად ვართ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

"ინტერპრესნიუსი"