რას აცხადებს ილჰამ ალიევი ბაქოს წარმომადგენლების სომხეთთან მოსკოვში მოლაპარაკებების გამართვის შესახებ მზადყოფნაზე?
რას აცხადებს ილჰამ ალიევი ბაქოს წარმომადგენლების სომხეთთან მოსკოვში მოლაპარაკებების გამართვის შესახებ მზადყოფნაზე?
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ადასტურებს ბაქოს წარმომადგენლების სომხეთთან მოსკოვში მოლაპარაკებების გამართვის შესახებ მზადყოფნას. ამის შესახებ მან "ტასს“-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით შეხვედრისთვის როგორც მოსკოვში, ისე ნებისმიერ ადგილზე იმისთვის, რომ დავასრულოთ წინააღმდეგობა და ვიპოვოთ დარეგულირების გზები“ - განაცხადა ალიევმა.

ამასთან, აზერბაიჯანის ლიდერმა განაცხადა, რომ ბაქო ნებისმიერი კონტაქტებისთვის მზად არის.

"ამ შემთხვევაში, მე ასეთი მოწვევა არ მიმიღია. ამიტომ, ეს კითხვა ჩემი მისამართით არ არის. ვლადიმერ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა ბევრჯერ
გამართეს ასეთი სამმხრივი შეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას შორის, მაგრამ, მას შემდეგ, რაც სომხეთის ხელისუფლება გადავიდა პირობითი სოროსის ხელში, ასეთი კონტაქტები შეწყდა“ , - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის თამაშობდა მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.

"ამისთვის არის ობიექტური მიზეზები - როგორც ისტორიული მნიშვნელობის, ისე
გეოგრაფიული. ასევე იმის მიზეზი, რომ რუსეთი მრავალი ათწლეულის განმავლობაში აქტიურად მოქმედებს და ურთერთქმედების ძალიან მაღალი დონეა. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონტაქტებისთვის“, - განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზადაა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მოსკოვში ჩავიდეს და ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდეს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები