აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა "გრუ"-ს 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართ, ჰაკერული თავდასხმის გამო, ბრალი წაუყენა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა "გრუ"-ს 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართ, ჰაკერული თავდასხმის გამო, ბრალი წაუყენა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ("გრუ") 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის მიმართ ჰაკერული თავდასხმის გამო, ბრალი წაუყენა.

დეპარტამენტის განცხადებით, ჰაკერები კომპიუტერულ შეჭრასა და თავდასხმებში მონაწილეობდნენ, რითაც უკრაინაში, საქართველოსა და საფრანგეთში არეულობის მოწყობას ცდილობდნენ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპიუტერული შეტევების დროს "გრუს" ჰაკერებმა მსოფლიოში ყველაზე მავნე პროგრამები -KillDisk-ი და Industroyer-ი გამოიყენეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჰაკერებმა 2018 წელს შეტევა საქართველოს ერთ-ერთ მედია-კომპანიის, ხოლო 2019 წელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მოაწყვეს.

დოკუმენტში ექვსივე ჰაკერის
ვინაობაა ნახსენები, მათგან ორმა - ანატოლი კოვალიოვმა და არტიომ ოჩიჩენკომ თავდასხმა საქართველოს წინააღმდეგ მოაწყვეს.

"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები