აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა "გრუ"-ს 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართ, ჰაკერული თავდასხმის გამო, ბრალი წაუყენა - კვირის პალიტრა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა "გრუ"-ს 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართ, ჰაკერული თავდასხმის გამო, ბრალი წაუყენა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ("გრუ") 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის მიმართ ჰაკერული თავდასხმის გამო, ბრალი წაუყენა.

დეპარტამენტის განცხადებით, ჰაკერები კომპიუტერულ შეჭრასა და თავდასხმებში მონაწილეობდნენ, რითაც უკრაინაში, საქართველოსა და საფრანგეთში არეულობის მოწყობას ცდილობდნენ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპიუტერული შეტევების დროს "გრუს" ჰაკერებმა მსოფლიოში ყველაზე მავნე პროგრამები -KillDisk-ი და Industroyer-ი გამოიყენეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჰაკერებმა 2018 წელს შეტევა საქართველოს ერთ-ერთ მედია-კომპანიის, ხოლო 2019 წელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მოაწყვეს.

დოკუმენტში ექვსივე ჰაკერის ვინაობაა ნახსენები, მათგან ორმა - ანატოლი კოვალიოვმა და არტიომ ოჩიჩენკომ თავდასხმა საქართველოს წინააღმდეგ მოაწყვეს.

"ინტერპრესნიუსი"