ევროკავშირმა საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო? - კვირის პალიტრა

ევროკავშირმა საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო?

კანადა, ტუნისი და საქართველო იმ ქვეყნების სიიდან ამოიღეს, საიდანაც მოგზაურებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება შეეძლოთ. ამის მიზეზი ამ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ამის შესახებ „ფრანს-პრესი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, 27 წევრი ქვეყნის საბოლოო გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი.

"კოვიდ-19-ით დაინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, საქართველო, კანადა და ტუნისი სიიდან ამოიღეს", - განუცხადა სააგენტოს ევროპელმა დიპლომატმა და დასძინა, რომ სიას დაემატება სინგაპური ასევე დაინფიცირების გაზრდილი რაოდენობის გამო.

"ინტერპრესნიუსი"