"უკვე დავიწყეთ სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმვა გათავისუფლებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით"
"უკვე დავიწყეთ სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმვა გათავისუფლებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით"
ჩვენ უკვე დავიწყეთ სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმვა გათავისუფლებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იაპონურ გაზეთ Nikkei- სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც ტერიტორიები დავიბრუნეთ, სადაც კარგი ნიადაგია სხვადასხვა პროდუქციის მოსაყვანად, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოსაშენებლად, რა თქმა უნდა, ჩვენს სოფლის მეურნეობას ახალი სტიმული ექნება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი სამომავლო სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმვა გათავისუფლებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, ოკუპაციისგან აზერბაიჯანის ყველა რეგიონი უნდა გათავისუფლდეს.

„ყველა ოკუპირებული რეგიონი უნდა გათავისუფლდეს, ყველა უნდა დავიბრუნოთ,“ - აღნიშნა ალიევმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები