"არც სომხეთი იმარჯვებს და არც აზერბაიჯანი, მხოლოდ კოვიდი იმარჯვებს" - კვირის პალიტრა

"არც სომხეთი იმარჯვებს და არც აზერბაიჯანი, მხოლოდ კოვიდი იმარჯვებს"

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად იემენში, ლიბიაში, ავღანეთსა და მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთადერთი გამარჯვებული პანდემია გახდება.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში სომხეთში კოვიდის შემთხვევები გაორმაგდა, აზერბაიჯანში კი 80 %-ით გაიზარდა. არც სომხეთი იმარჯვებს და არც აზერბაიჯანი, კოვიდი იმარჯვებს, უნდა შევჩერდეთ,"- განაცხადა გუტერეშმა Associated Press-სთან ინტერვიუში.

მისივე მტკიცებით, იგივე ითქმის კონფლიქტებზე ლიბიაში, იემენში, სირიაში, ავღანეთში, აფრიკის საჰელის რეგიონში და სხვა ტერიტორიებზე.

"მივმართავ ყველას, გააცნობიერონ, რომ ერთადერთი გზა არის ცეცხლის შეწყვეტის, პოლიტიკური მოლაპარაკებების და კოვიდის დამარცხების მიზნით ძალისხმევის გაერთიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთადერთი გამარჯვებული პანდემია იქნება,"- აღნიშნა გუტერეშმა.

"ინტერპრესნიუსი"