ამ შეხვედრამ მერი ანას ცხოვრება მთლიანად შეცვალა - ვინ იყო დონალდ ტრამპის დედა, რომელიც შვილს "ამერიკული ოცნების" ასრულებაში ეხმარებოდა
ამ შეხვედრამ მერი ანას ცხოვრება მთლიანად შეცვალა - ვინ იყო დონალდ ტრამპის დედა, რომელიც შვილს "ამერიკული ოცნების" ასრულებაში ეხმარებოდა
ამერიკის 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დღეს მსოფლიოს მასშტაბით ყველგან იცნობენ, თუმცა წლების წინ,  ტრამპის გამოჩენა საარჩევნო სიაში მეტად მოულოდნელი და დაუგეგმავი იყო, მილიონერი ბიზნესმენი ობამას შემდეგ გაპრეზიდენტდა და მთლიანად შეცვალა ამერიკა. სულ მალე ამერიკაში საპრეზიდენტო არჩვნებია და ტრამპი ისევ მონაწილეობას მასში. ბევრს საუბრობენ დონალდ ტრამპის შვილებსა და მეუღლეზე, თუმცა ცოტა რამ არის ცნობილი მის მშობლებზე.

იმიგრანტი, მერი ანა მაკლეოდ ტრამპი სამუშაოდ ამერიკაში ჩავიდა და ამერიკის 45-ე პრეზიდენტი სწორედ ნიუ-იორკში ცხოვრებისას
გააჩინა, ღარიბი ბავშვობიდან მილიონერობამდე ტრამპმა და მისმა ოჯახმა დიდი გზა გაიარეს. შოტლანდიელი, ღარიბი იმიგრანტი მერი ანა მაკლეოდ ტრამპი ვერასდროს წარმოიდგენდა რომ მისი შვილი ერთ დღეს, მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი
და წარმატებული ქვეყნის მმართველი გახდებოდა, თუმცა ტრამპის დედა ის იღბლიანი ქალი აღმოჩნდა, რომელმაც შვილს ცხოვრებაში ბევრი შესაძლებლობა და განვითარეიბისთვის ასობით შანსი უბოძა.

1930 წელს, 18 წლის ასაკში შოტლანდიის კუნძულიდან წამოსული ახალგაზრდა მერი მაკლეოდი ნიუ-იოკში ჩამოვიდა, მაშინ ცხოვრებაზე ცოტა რამ იცოდა და ფულიც არ გააჩნდა ბევრი. ქალაქში მერი ანას თავისი და ეგულებოდა და სწამდა, რომ წარმატების მისაღწევად ბევრს, თავდაუზოგავადა იშრომებდა.

წარმატებული ქალის ცხოვრება შოტლანდიაში ერთ პატარა ქალაქში დაიწყო. მერი ანა მაკლეოდი 1912 წლის 10 მაისს დაიბადა, ის მეთევზისა და დიასახლისის ოჯახში იზრდებოდა. როდესაც მერი ანა 10 წლის გახდა, თევზის ჭერაზე ბევრი რამ შეიტყო და ამ საქმიანობით დაინტერესდა, თუმცა მეთევზეობაში თავისი თავი ვერ იპოვა, 18 წლის ასაკში შოტლანდიიდან ნიუ-იორკის მიმართულებით მიმავალ გემზე ავიდა და  დატოვა კუნძული. მერი ანა უზარმაზარ მეგაპოლისში დამხმარედ ან დამლაგებლად აპირებდა მუშაობას.

ქალაქში ჩასვლიდან მალევე მერი ანამ მდიდარ ნიუ-იორკელ ოჯახში ძიძად დაიწყო მუშაობა, თუმცა სახლიდან შორს მყოფ გოგონას გაუჭირდა მეგაპოლისში გაჩერება, დეპრესია დაეწყო და 1934 წელს შოტლანდიაში დაბრუნდა. მალევე გოგონა ფრედერიკ ფრედ ტრამპს შეხვდა, ამ შეხვედრამ კი მერი ანას ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
ტრამპის მშობლები შვილის ქორწილში 1993 წელს
ფრედს თავისი პატარა ბიზნესი ჰქონდა, მერი ანა გაცნობისთანავე მოეწონა, საცეკვაოდ დაპატიჟა და ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ. 1936 წელს მედისონ ავენიუზე, პრესვიტარიანულ ეკლესიაში, ტრამპი და მაკლეოდი დაქორწინდნენ. 25 კაციანი ქორწილი, თაფლობისთვით გაგრძელდა და წყვილი ცოტა ხნით ნიუ-ჯერსიში წავიდა, სწორედ იქ დაიწყეს თანაცხოვრება და თავიანთი ოჯახის დამკვიდრება.

1937 წელს წყვილს პირველი ქალიშვილი, მერიენ ტრამპი შეეძინათ, შემდეგ ოჯახს მამის მოსახელე ვაჟი ფრედი შემოემატა. 1942 წელს მესამე შვილი, გოგო ელიზაბეტ ტრამპი გაჩნდა და მაკლეოდი ამერიკის ოფიციალური მოქალაქეც გახდა. ბედნიერი თანაცხოვრების დროს, ელიზაბეტის დაბადებიდან 4 წელში პატარა ბიჭი დონალდ ტრამპი, ამერიკის მომავალი პრეზიდენტი დაიბადა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოჯახის ნაბოლარა ბიჭი, მომავალში ამერიკის 45-ე პრეზიდენტი გახდებოდა.

მერი ანას ამდენი მშობიარობის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და რამდენიმე ოპერაციის გადატანაც მოუხდა, მაკლეოდი თავს არც ისე კარგად გრძნობდა, ექიმები პაციენტის დაკარგვაზეც საუბრობდნენ, თუმცა საბედნიეროდ ქალმა პრობლემები დაძლია და ცხოვრება განაგრძო. ამ დროს ფრედერიკ ტრამპმი უკვე ცნობილი დეველოპერი იყო და ცოლის გამოჯანმრთელებიდან მალევე, ისინი კრუიზში გაემგზავრნენ, წყვილმა კუბა, პუერტო რიკო, ბაჰამის კუნძულები და კიდევ რამდენიმე შესანშნავი ადგილი დაათვალიერა.
დონალდ ტრამპი მშობლებთან ერთად
შოტლანდიელი ემიგრანტი ახლა მილიონერი დეველოპერის ცოლი იყო. მერი ანა ყოველთვის ახლოს იყო დონალდთან, მის ფიქრებსა და ოცნებებს იზიარებდა. თავის მხრივ, დედას დონალდიც ყოველთვის შესანიშნავად იხსენებს:

"როდესაც უკან ვიხედები, ვხვდები რომ შოუმენობა დედისგან მერგო, ის ხანდახან საოცრად დრამატული და გრანდიოზული გვეჩვენებოდა, ასევე საოცარი დიასახლისი იყო" - იხსენებს ტრამპი.

დონალდი არც ისე ხშირად საუბრობდა მამაზე, ამ თემას თითქმის არასდროს განიხილავდა, თუმცა დედის ქებასა და გაღმერთებას არ ერიდებოდა.

" ქალებთან ერთი პრობლემა მქონდა, მიჭირდა მათი ჩემს არაჩვეულებრივ დედასთან შედარება, ის საოცრად ჭკვიანი იყო" - იხსენებს ტრამპი.

მერი ანა მთელი თავისი ცხოვრება ბრილიანტებსა და ძვირფას სამოსში გამოწყობილი დადიოდა, შემოსავალი ოჯახს არასდროს აკლდა, თუმცა ამის მიუხედავად, ჰუმანიტარულ საქმიანობაზე უარს არასდროს ამბობდა. მაკლეოდი იამაიკის საავადმყოფოში ქველმოქმედებით იყო დაკავებული. მან გარდაცვალებამდე შვილის გაპრეზიდენტება ვერ ნახა, თუმცა მერი ანას სიკვდილის წინ, დონალდი უკვე პოპულარული კაცი იყო და ეს დედას ძალიან ახარებდა.

ბედნიერი ცხოვრებისა და მიღწეული წარმატების შემდეგ, 2000 წელს 88 წლის ასაკში მერი ანა მაკლეოდ ტრამპი მეუღლის გარდაცვლაებიდან ერთ წელში გარდაიცვალა. იმის მიუხედავად, რომ მაკლეოდს ამერიკაში კარგად იცნობდნენ და პატივს სცემდნენ, ის არასდროს ივიწყებდა საიდან მოდიოდა და იშვიათად თუმცა მაინც სტუმრობდა თავის მშობლიურ შოტლანდიას.(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები