"ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია"
"ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია"
ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, აზერბაიჯანი კი - მუსულმანური, არაფერს ცვლის.

"ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებს ვეძახით. თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ჩამოყალიბდა. ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია. ის ფაქტი, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, აზერბაიჯანი
კი - მუსულმანური, არაფერს ცვლის. ჩვენ რეგიონს ამ თვალსაზრისით არ განვიხილავთ,"- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები