ტრამპი: "ხმა მივეცი კაცს, სახელად ტრამპს"
ტრამპი: "ხმა მივეცი კაცს, სახელად ტრამპს"
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა. "ხმა მივეცი კაცს, სახელად ტრამპს,"- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მისი თქმით, ხმის მიცემის პროცედურა უსაფრთხო იყო. "ეს იყო ხმის მიცემის ძალიან უსაფრთხო პროცედურა, გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე ბიულეტინის ფოსტით გაგზავნაა" , – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

მედიის ინფორმაციით, მან არჩევანი ფლორიდაში, ქალაქ უესტ პალმ ბიჩის ბიბლიოთეკაში გახსნილ საარჩევნო უბანზე გააკეთა. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. მედიის ინფორმაციით, 54 მილიონზე მეტმა
ამომრჩეველმა არჩევანი უკვე გააკეთა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები