ტრამპი: "ხმა მივეცი კაცს, სახელად ტრამპს" - კვირის პალიტრა

ტრამპი: "ხმა მივეცი კაცს, სახელად ტრამპს"

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა. "ხმა მივეცი კაცს, სახელად ტრამპს,"- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მისი თქმით, ხმის მიცემის პროცედურა უსაფრთხო იყო. "ეს იყო ხმის მიცემის ძალიან უსაფრთხო პროცედურა, გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე ბიულეტინის ფოსტით გაგზავნაა" , – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

მედიის ინფორმაციით, მან არჩევანი ფლორიდაში, ქალაქ უესტ პალმ ბიჩის ბიბლიოთეკაში გახსნილ საარჩევნო უბანზე გააკეთა. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. მედიის ინფორმაციით, 54 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა არჩევანი უკვე გააკეთა.