იტალიაში პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა
იტალიაში პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა
ულტრამემარჯვენე მოძრაობა "ახალი ძალის"რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა იტალიის დედაქალაქ რომში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელისუფლების მიერ ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებას აპროტესტებდნენ.

სამართალდამცავებმა მათ დაშლა არაერთხელ სთხოვეს, რა დროსაც აქტივისტებმა მათ ბოთლები ესროლეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციელებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო იტალიის რამდენიმე ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათია დაწესებული, რაც მოსახლეობას შუაღამიდან დილის 5:00 საათამდე ქუჩაში გასვლას უკრძალავს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები