"საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩაიშალა" - კვირის პალიტრა

"საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩაიშალა"

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩაიშალა და აზერბაიჯანი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას აგრძელებს.

„მინდა განვაცხადო, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა, რომელიც ამჯერად შეერთებული შტატების შუამავლობით განხორციელდა და რომლის მიზანიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა იყო, ჩაიშალა. აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული უწყვეტი დაბომბვის შედეგად, დღეს არცხაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაიჭრა,” - წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

შეგახსენებთ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის კიდევ ერთი შეთანხმება ძალაში გუშინ, დილის 08:00 საათიდან შევიდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

"ინტერპრესნიუსი"