"წარმოდგენაც არ მინდა, რა გადაიტანეს გოგონებმა" - სკანდალი ყატარში: რა მოხდა სიდნეის მიმართულებით მიმავალ რეისზე?
"წარმოდგენაც არ მინდა, რა გადაიტანეს გოგონებმა" - სკანდალი ყატარში: რა მოხდა სიდნეის მიმართულებით მიმავალ რეისზე?
2 ოქტომბერს ავიაკომპანია "ყატარის ავიახაზების" რეისზე მომხდარმა ფაქტმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. როგორც ცნობილია, ავიაკომპანია Qatar Airways-ის წარმომადგენლებმა დოჰადან სიდნეის მიმართულებით მიმავალ რეისზე ყველა სრულწლოვან ქალბატონს, მათ შორის -  ავსტრალიის 13 მოქალაქეს, მოსთხოვა, დროებით დაეტოვებინა თვითმფრინავი და სამედიცინო შემოწმების გამო გაშიშვლებულიყო. როგორც აღმოჩნდა, აეროპორტის ხელმძღვანელობა ამგვარად ცდილობდა, იმ ჩვილის ახალნამშობიარები დედისთვის მიეგნო, რომელიც აეროპორტის საპირფარეშოში მიტოვებული იპოვეს. ავსტრალიის ხელისუფლებამ აეროპორტის ხელმძღვანელთა მსგავსი ქმედება შეურაცხყოფად შეაფასა.
ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ავსტრალიის
საგარეო საქმეთა მინისტრმა მერის პეინმა, რომელიც ინციდენტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამართალდამცავთა ინფორმაციით, ახალშობილი უსაფრთხოდაა, ბავშვის დედა კი ჯერ ვერ იპოვეს.

ავსტრალიაში ჩაფრენის შემდეგ მგზავრები 14-დღიან იზოლაციაში იმყოფებოდნენ. იზოლაციის დასრულების შემდეგ კი რეისის ორი მგზავრი ჟურნალისტებს ესაუბრა და სწორედ ასე გაიგო საზოგადოებამ ამ სკანდალური ფაქტის შესახებ.

ერთ-ერთმა მგზავრმა - კიმ მილსმა კი გამოცემა Guardian-თან საუბრისას განაცხადა, რომ იგი ჩაბნელებული ავტოფარეხისკენ წაიყვანეს, სადაც სამი სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა. სწორედ აქ უტარებდნენ მგზავრებს სამედიცინო შემოწმებას.

მილსმა თქვა, რომ იგი არ შეამოწმეს, რადგან 60 წლისაა. ქალბატონის განცხადებით, პროცედურა ძალიან უხერხული  იყო და, რაც მთავარია, არავის აუხსნეს, რა ხდებოდა.

"შიშისგან ფეხები მიკანკალებდა, მეგონა რომ სადღაც წამიყვანდნენ", - ამბობს მგზავრი.

ყველაფრის დასრულების შემდეგ ბორტგამცილებლებმა ქალბატონს უთხრეს, რომ მათაც არ იცოდნენ, რა ხდებოდა და რატომ გაჰყავდათ მგზავრები.

"ეს იყო საშინელება, წარმოდგენაც არ მინდა, რა გადაიტანეს გოგონებმა".

როგორც მგზავრები იხსენებენ, გოგონები თვითმფრინავში გაოგნებული და შეშინებული სახით ბრუნდებოდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი ტიროდა.

"შეურაცხმყოფელი ქმედება"

ყატარის ავიაკომპანიის წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. უცნობია, მოხდა თუ არა მსგავსი რამ სხვა რეისებზეც.

"ექიმები ახალნამშობიარები ქალის ჯანმრთელობით იყვნენ დაინტერესებულნი. მათ დახმარებისთვის ოფიციალურ პირებს მიმართეს. ქალის ვინაობა იქამდე უნდა დაედგინათ, ვიდრე რეისები შესრულდებოდა. მგზავრებს კი დახმარება სთხოვეს" - განაცხადა აეროპორტის ადმინისტრაციამ. თუმცა მგზავრები ამტკიცებენ, რომ მათთვის არაფერი უთხოვიათ და არც ის აუხსნეს, სად მიჰყავდათ, რატომ ამოწმებდნენ და თანახმანი იყვნენ თუ არა სამედიცინო შემოწმებაზე.

როგორც ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ვერ ხედავს საფუძველს, რომ საქმე ისე განიხილონ, როგორც სექსუალური ძალადობა, თუმცა ქმედება ნამდვილად შეურაცხმყოფელი იყო.

რაც შეეხება ახალშობილს, იგი უსაფრთხო ადგილასაა. სამართალდამცავებმა მოუწოდეს ახალშობილის დედას, დროულად გამოცხადდეს და ითანამშრომლოს პოლიციასთან. (წყარო)


taso
29 ოქტომბერი 2020 09:55
აუუუუუ,რა მომხდარა,მერე რა მოხდა.
ლია
28 ოქტომბერი 2020 18:12
ჳელურების ქვეყანა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები