"სტუდენტები, რომლებმაც არასანქცირებულ აქციებში მიიღეს მონაწილეობა, უნივერსიტეტებიდან უნდა გაირიცხონ, გაუშვით ზოგი არმიაში, ზოგიც - ქუჩაში" - კვირის პალიტრა

"სტუდენტები, რომლებმაც არასანქცირებულ აქციებში მიიღეს მონაწილეობა, უნივერსიტეტებიდან უნდა გაირიცხონ, გაუშვით ზოგი არმიაში, ზოგიც - ქუჩაში"

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უმაღლეს სასწავლებლებს იმ სტუდენტების გარიცხვისკენ მოუწოდა, რომლებიც „არასანქცირებულ მიტინგებში“ მონაწილეობენ, -ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„სტუდენტებს, რომლებსაც სწავლა სურთ, ისწავლონ. ის კი, რომელმაც არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობით კანონი დაარღვია, კარგავს უფლებას იყოს სტუდენტი. გაუშვით ისინი ზოგი არმიაში, ზოგიც - ქუჩაში, დაე, იარონ ქუჩებში, მაგრამ უნივერსიტეტებიდან გარიცხულები უნდა იყვნენ,“- განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, გუშინ ბელარუსში სხვადასხვა საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა და პენსიონრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციებს მინსკში სტუდენტებიც შეუერთდნენ. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლგა ჩემოდანოვას თქმით, ბელარუსში გუშინ გამართული არასანქცირებული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფისთვის“ საჭირო ზომები მიიღეს და 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"