"პუტინი ტონს არბილებს, რომ "თეთრ სახლში" სავარაუდო ცვლილებებს მზად შეხვდეს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?
"პუტინი ტონს არბილებს, რომ "თეთრ სახლში" სავარაუდო ცვლილებებს მზად შეხვდეს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?
ბრიტანულ გაზეთ "თაიმსის" ("The Times") დღევანდელ, 28 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ვლადიმერ პუტინი ტონს არბილებს, რომ თეთრ სახლში სავარაუდო ცვლილებებს მზად შეხვდეს". მასში განხილულია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო შედეგებისადმი რუსეთის პრეზიდენტის დამოკიდებულება  (ავტორი - ჰენრი ზეფმანი).

"პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ადრე მოსკოვთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარების მცდელობისთვის დონალდ ტრამპს აქებდა და იმავდროულად "ანტირუსული პროპაგანდისთვის"ჯო ბაიდენს აკრიტიკებდა, ახლა ჰანტერ ბაიდენის - აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის შვილის კომერციული საქმიანობის დაცვა გადაწყვიტა,
რაც იმას მოწმობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი სერიოზულად ემზადება თეთრ სახლში შესაძლო ცვლილებებისთვის", - წერს გაზეთის ვაშინგტონელი კორესპონდენტი.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ჰანტერ ბაიდენის უკრაინული და ჩინური გარიგებები (ამ უკანასკნელის მამის  ვიცეპრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში) უკანონო, კორუფციული იყო და მშობლის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას
მოწმობს.

მაგრამ ამას წინათ, სატელევიზიო გამოსვლის დროს, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მართალია, ჰანტერ ბაიდენს ბიზნესი მართლაც აქვს უკრაინაში, ეს უფრო კიევ-ვაშინგტონის პრობლემას წარმოადგენს და მოსკოვს ნაკლებად აინტერესებს. "მე მასში რაიმე კრიმინალს ვერ ვხედავ", - დარწმუნებით განაცხადა რუსეთის მეთაურმა. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ არაფერი გაუგია დონალდ ტრამპის მიერ ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გაცხადებული ბრალდებების თაობაზე, რის მიხედვითაც, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის შვილი თითქოსდა მოსკოვის ექსმერის, აწ გარდაცვლილი იური ლუჟკოვის ცოლისაგან - ელენე ბატურინასგან ფულს იღებდა მამის საარჩევნო კამპანიისათვის. თვითონ ჰანტერ ბაიდენი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ვლადიმერ პუტინის ნათქვამით ავტორი აკეთებს დასკვნას, რომ რადგან რუსეთის პრეზიდენტი მამა-შვილ ბაიდენების მხარეს დადგა, როგორც ჩანს, იგი თეთრი სახლის შესაძლო ახალ ადმინისტრაციასთან დასაახლოებლად  წინასწარ ამზადებს ნიადაგს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები