"თუ სომხეთი ნებაყოფლობით არ დატოვებს დანარჩენ ოკუპირებულ მიწებს, ჩვენ მათ იქიდან გავაძევებთ"
"თუ სომხეთი ნებაყოფლობით არ დატოვებს დანარჩენ ოკუპირებულ მიწებს, ჩვენ მათ იქიდან გავაძევებთ"
თუ სომხეთი ნებაყოფლობით არ დატოვებს დანარჩენ ოკუპირებულ მიწებს, მაშინ ჩვენ მათ იქიდან გავაძევებთ , - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა.

აზერბაიჯანის ლიდერის განცხადებით, ომი უკვე ერთი თვეა გრძელდება და აზერბაიჯანელი ხალხისთვის ეს არის სამამულო ომი.

„ჩვენ ვათავისუფლებთ მიწებს დამპყრობლებისგან. ეს არის საერთაშორისო სამართლისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“,- აღნიშნა ალეივმა.

მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სომხეთი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში.

ალიევის განცხადებით, რამდენიმე საათის წინ, ბარდაში თავდასხმის შედეგად 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.

„მაგრამ ის წარმატებას ვერ მიაღწევს. უფრო მეტიც, სომხეთი უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მესამედ გამოცხადდა და შეთანხმდა მისივე თხოვნით“,- აცხადებს პრეზიდენტი.

ალიევის თქმით, ისინი მონსტრებს ებრძვიან.

„მთელ პლანეტას, მთელ
მაჰმადიანურ სამყაროს შეუძლია დაინახოს, თუ რა სახის მონსტრებს ვებრძვით. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვერაფერი შეგვაჩერებს ”, - განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები