თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, იზმირის პროვინციაში, სეფერიჰისარის სანაპიროებთან, 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16,5 კილომეტრის სიღრმეზე, დაფიქსირდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად იზმირში 6 შენობა დაინგრა, თუმცა იზმირის მერის ინფორმაციით, დანგრეულია 20-მდე შენობა. დაშავებულებსა და დაღუპულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"