"ვერც ფული და ვერც მანდატი ვერ გიშველის" - რატომ ითხოვს რამზან კადიროვი ჟირინოვსკისგან ბოდიშის მოხდას
"ვერც ფული და ვერც მანდატი ვერ გიშველის" - რატომ ითხოვს რამზან კადიროვი ჟირინოვსკისგან ბოდიშის მოხდას
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ვლადიმერ ჟირინოვსკისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორც ცნობილია, "Эхо Москвы" - სთან საუბრისას, სახელმწიფო დუმის წარმომადგენელმა გააკრიტიკა კადიროვის განცხადებები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში შემავალი რეგიონების ხელმძღვანელები, არ უნდა ეხმაურებოდნენ საერთაშორისო საკითხებს.

"ჟირინოვსკი, ბოდიში მოიხადე შენი სიტყვებისთვის, შემდეგ კი დაელოდე შენი დეპუტატობის დროის ამოწურვას სახელმწიფო დუმაში. შეიძლება ისევ გაგიმართლოს და არჩევნებზე, ახალი დეპუტატების არჩევისას, კიდევ იშოვო ბევრი ფული. სხვა შემთხვევაში, ვერც
ფული და ვერც მანდატი ვერ გიშველის. შენ ეწინააღმდეგები რუსეთის სახელმწიფო პრინციპებს. ჩემს სახელმწიფოებრივ პოზიციას კი ყველა იცნობს: მე ჩემი რელიგია მავალებს დავიცვა სახელმწიფო და ვემსახურო მმართველს - ეს ის არის, რასაც ღირსეულად ვასრულებ... საფრანგეთის ხელისუფლებას კი ვურჩევ: ბოდიში მოიხადეთ მუსლიმანური სამყაროს წინაშე " - წერს
რამზან კადიროვი.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საფრანგეთში 18 წლის რუსულ-ჩეჩნური წარმომავლობის ბიჭმა ფრანგი მასწავლებელი სამუელ პატი მოკლა, საფრანგეთის ხელისუფლებამ მუსლიმანური სამყაროს მიმართ საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთა.

47 წლის მასწავლებელი მას შემდეგ მოკლეს, რაც მან მოსწავლეებს ჟურნალ Charlie Hebdo-ში გამოქვეყნებული წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა. პრე­ზი­დენ­ტმა მაკ­რო­ნიმ კი მას­წავ­ლებ­ლის დაკ­რძალ­ვი­სას საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და "ის­ლა­მუ­რი სე­პა­რა­ტიზ­მი“ ახ­სე­ნა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას­წავ­ლებ­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბა ქვეყ­ნი­დან 231 ლტოლ­ვი­ლის გა­ძე­ვე­ბას გეგ­მავს, ეს ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბია, რომ­ლე­ბიც ექ­სტრე­მიზ­მის­კენ არი­ან მიდ­რე­კილ­ნი. (წყარო)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები