იაპონური აპოკალიფსი - 2011-11 - კვირის პალიტრა

იაპონური აპოკალიფსი - 2011-11

ამომავალი მზის ქვეყანაში თითქოს მზე სამუდამოდ ჩაესვენა. უბედურება, რომელიც 11 მარტს იაპონიას თავს დაატყდა, კაცობრიობის ტრაგედიაა, მსოფლიო ლოცულობს მისთვის და მზად არის საოცრად შრომისმოყვარე, გონიერი და უდრეკი სულის მქონე ერის დასახმარებლად.

დაზარალებული და ახლობლების სიკვდილით შეძრწუნებული იაპონელები კი ერთმანეთს მხარში უდგანან, თვისტომთათვის ლოცულობენ და მათთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ.

მიაგის პრეფექტურის ქალაქ იშინომაკში მიწისძვრის დროს 4 თვის გოგონა დაიკარგა. რამდენიმედღიანი ძიების შემდეგ ჩვილის პოვნის იმედი ამოიწურა, მაგრამ ნანგრევებში მოყოლილი პაწია სასწაულმა გადაარჩინა. ნაგავსა და ნანგრევებში ჩამარხული ჩვილი 3 დღის შემდეგ იპოვეს და მაშინვე საავადმყოფოში მიიყვანეს. ყველას გასაოცრად, ბავშვი საღ-სალამათი აღმოჩნდა.

KvirisPalitra.Geქალაქ მინამისომას მცხოვრები 60 წლის ჰირომიცუ შინკავა ცუნამიმ ზღვაში შეითრია. ნაპირიდან 15 კმ-ის დაშორებით, წყალში მოტივტივე სახლის სახურავს ჩაბღაუჭებული, ორი დღე-ღამე ამაოდ ცდილობდა მაშველებისა თუ წყლის თავზე მოტრიალე შვეულმფრენების ყურადღების მიპყრობას - გარშემო იმდენი ნაგავი დაცურავდა, რომ შინკავა ვერავინ შეამჩნია.

ბოლოს, როგორც იქნა, ქვეყნის საზღვაო ძალების თავდაცვის გემიდან დაინახეს და სახურავის ნაგლეჯს ჩაჭიდებული არაქათგამოცლილი კაცი გემზე აიყვანეს.

თურმე შინკავა და მისი მეუღლე, როგორც კი მიწა იძრა, შინიდან გამოცვივდნენ, საჭირო ნივთების გამოსატანად უკან შებრუნებულებს  ცუნამიმ მოუსწრო. შინკავას მეუღლე ტალღამ შეითრია, მამაკაცი კი სახურავს მოეჭიდა და ზღვაში აღმოჩნდა.

სამხედრო საზღვაო სპეციალისტების თქმით, ჰირომიცუ გაყინვას შედარებით თბილმა ამინდმა გადაარჩინა, მისი მეუღლე კი დღემდე დაკარგულია...

KvirisPalitra.Geამ ქალბატონს ცუნამიმ მთელი ოჯახი ამოუწყვიტა. უბედური იაპონელი ქვეყნის გადარჩენისთვის ლოცულობს...

KvirisPalitra.Geქალაქ რიკუზენტაკატაში ნანგრევებში ჩამარხულ გარდაცვლილ დედას სასოწარკვეთილი შვილი ხელზე ეფერება

KvirisPalitra.Geმიწისძვრას გადარჩენილი ძაღლი ("ფუკუსიმა-1"-ის რაიონიდან) რადიაციული დასხივების დონის შემოწმებას პატრონთან ერთად ელოდება

KvirisPalitra.Geკაიომი კიმურა გადარჩენილ ქალიშვილს გულში იხუტებს - იმედგადაწურულმა დედამ შვილი 5 დღის შემდეგ იპოვა