ერევანში, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 62 ადამიანი დააკავა - კვირის პალიტრა

ერევანში, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 62 ადამიანი დააკავა

ერევანში, სადაც რამდენიმე დღეა ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს, პოლიციამ 62 ადამიანი დააკავა. დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიციის პრესსამსახური ადასტურებს.

მათივე ცნობით, პროტესტის მონაწილეები აღძრული სისხლის სამართლის ფარგლებში დააკავეს.

ამ დროისთვის, საპროტესტო აქცია, რომელიც ერევნის ოპერის თეატრთან იმართებოდა, უკვე დასრულებულია. ტერიტორია დატოვეს როგორც აქციის მონაწილეებმა, ისე პოლიციის ქვედანაყოფებმა.

"ინტერპრესნიუსი"