სომხები ქელბაჯარს ტოვებენ - "რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს" რეპორტაჟი - კვირის პალიტრა

სომხები ქელბაჯარს ტოვებენ - "რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს" რეპორტაჟი

"რადიო ფრანსე ინტერნასიონალე" აქვეყნებს რეპორტაჟს ქელბაჯარის რაიონიდან, რომელსაც 25 ნოემბრიდან აზერბაიჯანის არმია და ხელისუფლება გააკონტროლებს (დღეს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი დათანხმდა სომხეთის თხოვნას და სამმხრივი შეთანხმებით ადრე დადგენილი ვადა რაიონის გაკონტროლების თაობაზე15 ნოემბრიდან 25 ნოემბერს გადაიტანა)

"ყველაფერი მიგვაქვს" - რეპორტაჟის შემოკლებული ვერსია

"აზერბაიჯანის ქელბაჯარის რაიონი, რომელიც მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ტერიტორიებს შორის მდებარეობს, სომხებისაგან იცლება. სტეფანაკერტიდან გზა ჩრდილოეთისაკენ მიდის, შემდეგ მდინარე ტერტერის ხეობაში ეშვება. გზა გადაჭედილია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანბით - საბჭოთა "ზილ"-ებით, "კამაზ"-ებით... ყველას ყველაფერი მიაქვს, არაფერს არ ტოვებს, რისი წაღებაც შეუძლებელია, ადგილზე წვავენ, მათ შორის ცარიელ სახლებსაც... მიაქვთ შეშა, მიჰყავთ პირუტყვი... ელექტროდენი უკვე გათიშულია - მდინარის ხეობაში არსებული ტერტერჰესის დემონტაჟი ეს-ესაა დასრულდა, მოწყობილობები სომხეთში მიაქვთ.

დადივანქის ტაძართან უამრავი სომეხია შეკრებილი, ისინი ემშვიდობებიან მეცხრე-მეათე საუკუნეებში აგებულ ქრისტიანულ ძეგლს. (...)

შევდივართ ქელბაჯარში. ქალაქი პრაქტიკულად დაცარიელებულია. ადგილობრივი პოლიციის ოფისში ევაკუაცია ხორციელდება, მინდინარეობს "ალფა-ბანკის" ფილიალის ევაკუაციაც, დოკუმენტებს წვავენ... სომეხი სამხედროები ადგილობრივი რაიონული ადმინისტრაციის ინვენტარს მანქანებზე ტვირთავენ...

"ყველაფერი მიგვაქვს, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ლევონი, - სასაფლაოზე ვანდალიზმი რომ არ მოხდეს, ჩვენი ოჯახის გარდაცვლილი წევრების ცხედრებსაც ვიღებთ და კუბოები სომხეთში მიგვაქვს. მე ჩემი შვილის ცხედარს ერევანში დავკრძალავ, აქ ვერ დავტოვებ".

ქელბაჯარის რაიონში 1980-იან წლებში 50 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, მოსახლეობის საბჭოთა აღწერების მიხედვით, მცხოვრებლების 97%-ს აზერბაიჯანელები და ქურთები შეადგენდნენ. სომხები აქ პრაქტიკულად არ ცხოვრობდნენ. ყარაბაღის პირველი ომის შედეგად რაიონის ტერიტორია სომხეთის ძალებს ჰქონდათ დაკავებული.

წყარო

(სპეციალურდა საიტისთვის) მოამზადა სიმონ კილაძემ