"აქტივისტები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამჟამად არსებულ შედეგებს არ აღიარებენ" - დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს - კვირის პალიტრა

"აქტივისტები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამჟამად არსებულ შედეგებს არ აღიარებენ" - დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. BBC-ის ინფორმაციით, დემონსტრაციაში მონაწილეობას ათასობით ადამიანი იღებდა, რომელთა შორისაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების წევრებიც იყვნენ.

აქტივისტები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამჟამად არსებულ შედეგებს არ აღიარებენ.

პარალელურად აქცია გამართეს ტრამპის მოწინააღმდეგეებმაც.

გამოცემის ინფორმაციით, აქციების წევრებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. სამართალდამცავებმა 20 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნები გააყალბეს და ხმების საბოლოო დათვლამდე შედეგებს არ აღიარებს.

"ინტერპრესნიუსი"