რუსეთმა მთიან ყარაბაღში ​ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის ფორმირება დაიწყო - კვირის პალიტრა

რუსეთმა მთიან ყარაბაღში ​ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის ფორმირება დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სტეპანაკერტში ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი ცენტრის ფორმირება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

"ამ მიზნით, 2020 წლის 14 ნოემბრიდან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობაში, სტეპანაკერტში უკვე განთავსებულია ცენტრის ოპერატიული ჯგუფი. 15 ნოემბრიდან, ცენტრის დაჯგუფების გაზრდისთვის ხდება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოპერატიული ჯგუფის პერებაზირება, რომელიც ოპერატიული რეაგირების უწყებათაშორის ცენტრში შევა, მათ შორის, რუსეთის "ეფ-ეს-ბე"- ს სასაზღვრო სამსახურის ძალებისა და საშუალებების და რუსეთის სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების ხარჯზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სრული მასშტაბით, სტეპანაკერტში ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის ფორმირება 2020 წლის 20 ნოემბერს დასრულდება.

"ინტერპრესნიუსი"