Reuters- მინსკში გამართული აქციის დასაშლელად პოლიცია რეზინის ტყვიებს იყენებს - კვირის პალიტრა

Reuters- მინსკში გამართული აქციის დასაშლელად პოლიცია რეზინის ტყვიებს იყენებს

მინსკში, მეტროსადგურ „პუშკინსკაიასთან“, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

Reuters-ის ინფორმაციით, აქციის დასაშლელად პოლიცია რეზინის ტყვიებს იყენებს. ამასთან, დედაქალაქში მობილიზებულია პოლიციის სპეცმანქანები და წყლის ჭავლის ავტომობილები.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, სამართალდამცავებმა 50-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.

მინსკის მილიცია დაკავებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. თუმცა, მათი რაოდენობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა ქვეყნის რეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშეკოს ბრალს არჩევნების გაყალბებაში სდებს და მის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"