მან გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბდა - დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე - კვირის პალიტრა

მან გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბდა - დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ტვიტერის“ პირად გვერდზე 3 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ არჩევნები გაყალბდა.

"მან გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბდა. არ დაუშვეს დამკვირვებლები კენჭისყრისას და ხმების დათვლის დროს. ხმები ითვლებოდა მემარცხენე რადიკალების კუთვნილი ცუდი რეპუტაციისა და აღჭურვილობის მქონე კომპანია Dominion-ის მიერ, ასევე "ფეიკ“ მედიის“, - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნები გააყალბეს და ხმების საბოლოო დათვლამდე შედეგებს არ აღიარებს.

"ინტერპრესნიუსი"