ბელარუსში სამართალდამცავებმა 1100-ზე მეტი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ბელარუსში სამართალდამცავებმა 1100-ზე მეტი პირი დააკავეს

ბელარუსში კვირას გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 1100-ზე მეტი პირი დააკავეს. ინფორმაციას ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი „ვიესნა“ ავრცელებს.

ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია დაკავებული პირების სია და აღნიშნულია, რომ დემონსტრანტები მინსკის გარდა ნოვოგრუდოკში, ბობრუისკში, ვიტებსკიში, გომელსა და სვეტლოგორსკშიც დააკავეს.

ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.