ერევანში ოპოზიციისა და ნიკოლ ფაშინიანის მომხრეთა აქციები იმართება - კვირის პალიტრა

ერევანში ოპოზიციისა და ნიკოლ ფაშინიანის მომხრეთა აქციები იმართება

ერევანში 17 ოპოზიციური პარტია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, პარალელურად კი, ფაშინიანის მომხრეთა აქცია მიმდინარეობს.

ფაშინიანის მომხრეთა აქცია რესპუბლიკის მოედანზე იმართება. ამავე დროს თავისუფლების მოედანზე 17 ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.

"ინტერფაქსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ორივე აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"