სომეხი გენერალი ფაშინიანს ყარაბაღის ომში დაშვებულ შეცდომებში ადანაშაულებს...რა კონფლიქტი ჰქონდა გენერალს პრემიერის ცოლთან?
სომეხი გენერალი ფაშინიანს ყარაბაღის ომში დაშვებულ შეცდომებში ადანაშაულებს...რა კონფლიქტი ჰქონდა გენერალს პრემიერის ცოლთან?
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სის რუსულმა სამსახურმა («BBC russian») გამოაქვეყნა სტატია სათაურით "სომხეთი: გენერალი პრემიერ-მინისტრს ყარაბაღის ომში დაშვებულ შეცდომებში ადანაშაულებს", სადაც გადმოცემულია სომხეთის არმიის გენერალ-პოლკოვნიკის - მოვსეს აკოფიანის პრესკონფერენციის ანგარიში. გენერალმა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხეში შეცდომების დაშვებაში ამხილა, იგი, ასევე, მოუყვა ჟურნალისტებს იმ უთანხმოების შესახებ, რაც მას პრემიერ-მინისტრის ცოლთან შეემთხვა.

გენერალ-პოლკოვნიკი მოვსეს აკოფიანი ორი დღის წინ გადადგა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს საკონტროლო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან. მანამდე იგი ქვეყნის გენშტაბის უფროსი და ყარაბაღის
არმიის სარდალი იყო. თავისი გადადგომის მიზეზად მოვსესიანი ასახელებს ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, სადაც პრემიერი ჯარისკაცებს მოუწოდებს, ძალის გამოყენებით გაუსწორდნენ პროტესტის მონაწილეებს, "რომლებიც ქუჩაში, მთავრობის სახლის წინ ყმუიან".

რაში ადანაშაულებს გენერალი ქვეყნის ხელმძღვანელობას?
პრეს-კონფერენციაზე მოვსეს აკოფიანმა განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო ცენტრი მთელი ომის განმავლობაში მოსახლეობას
გაყალბებულ მონაცემებს აწვდიდა
, რამაც საზოგადოებაში ღრმა კრიზისი გამოიწვია. "ომის დროს სიცრუემ 30%-ს არ უნდა გადააჭარბოს, ჩვენი არმიის სარდლობა კი 100%-ით ტყუილებს ავრცელებდა", - განაცხადა გენერალმა.

სხვათა შორის, მთავრობისა და სარდლობის მიერ გავრცელებული სიცრუე სომხურმა მასმედიამაც შენიშნა - ჟურნალისტები გაკვირვებულები იყვნენ, რომ ხელისუფლება უარყოფდა ქალაქების დაკარგვას მაშინაც კი, როცა ყველაფერი ნათელი იყო. მოგვიანებით ხელისუფლება თავს იმართლებდა, რომ ასეთი მოქმედება სამხედრო სტრატეგიის ნაწილია, "როცა მოწინააღმდეგის რიგებში დაბნეულობა უნდა შეიტანო".

გენერალმა მთავარ შეცდომად მიიჩნია არმიის მართვაში დაშვებული უხეში შეცდომები, სამხედრო კადრების უცოდინრობა, არაკომპეტენტურობა (მაგალითად, გენშტაბის უფროსის - არტაკ დავთიანის მცდარი გადაწყვეტილებები). მოვსეს აკოფიანმა პრესკონფერენციაზე, ასევე, გააკრიტიკა სამხედრო შესყიდვებიც: რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ოსა", რომელიც მოძველებულია, სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა უპილოტო დრონების წინააღმდეგ. საჭირო იყო უფრო თანამედროვე რუსული კომპლექსის - "თორის“ შეძენა.

გენერალმა მიუთითა რეზერვისტთა მობილიზაციის დროს დაშვებულ შეცდომებზეც, მოხალისეთა მოუმზადებლობსაა და ჯარისკაცების დეზერტირობაზე. სხვათა შორის, სომეხი სამხედროების დეზერტირობაზე წერდა რუსული გაზეთის - "ნოვაია გაზეტას" კორესპონდენტიც, რომელსაც სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აკრედიტაცია გაუუქმა.

რა კონფლიქტი ჰქონდა გენერალს პრემიერის ცოლთან?
მოვსეს აკოფიანმა ჟურნალისტებს ყარაბაღის ომის დროს მომხდარ ერთ ეპიზოდზეც უამბო: ნიკოლ ფაშინიანის ცოლი ანა აკოფიანი სამეთაურო პუნქტში მისულა და როდესაც იქიდან წასვლას აყოვნებდა, "მე ვუთხარი, ქალბატონო, დაძაბული სიტუაციაა, შეიძლება მამაკაცებმა თავი ვერ შეიკავონ და შეიგინონ, რაც თქვენთვის უხერხული იქნება-მეთქი. პრემიერის მეუღლე წავიდა, მაგრამ მალე მე ერევანში გამომიძახეს, თავდაცვის მინისტრმა ყარაბაღში წასვლა ამიკრძალა და გამანდო, რომ ბრძანება ნიკოლ ფაშინიანისგან მოდიოდა. დავწერე განცხადება პრემიერის სახელზე, რომ ისევ ომში წავსულიყავი, მაგრამ - უშედეგოდ".

გენერალი რუსეთის როლის შესახებ
რუსეთმა სრულიად შესრულა თავისი ვალდებულება სომეხეთის წინაშე და მას ყველა ის იარაღი მიაწოდა, რომელიც სომხეთმა შეარჩიაო, - განაცხადა მოვსეს აკოფიანმა. მან პრემიერი დაადანაშაულა, რომ რუსეთს დახმარება დროულად (30 სექტემბრამდე) არ სთხოვა. "ჩვენ ომის დროს დიდი დაგვიანებით შევიძინეთ რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი "პოლე", რომლის მეშვეობით თურქული დრონები "ბაირახტარები" ჩამოვყარეთ", - აღნიშნა გენერალმა. კიდევ ერთი საინტერესო გულახდილობა: მისი თქმით, სომხეთმა ოფიციალურად გამოიყენა რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა "ისკანდერი", რაზედაც მანამდე ერევანი ინფორმაციას არ ავრცელებდა.

სომხეთის ხელისუფლების რეაქცია
"გენერლის განცხადებებით სამართალდამცველი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა მანე გევორქიანმა. მან დაამატა, რომ ნიკოლ ფაშინიანი გენერლის ყველა ბრალდებას მოგონილად და აბსურდულად მიიჩნევს.
სომხეთის გენერალური პროკურორის თქმით კი, მან გენერლის პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაგზავნა - ფაქტების შემოწმებისა და განცხადებების შესაფასებლად. როგორც გუშინ მოვსეს აკოფიანმა აღნიშნა, იგი უკვე მიწვეული იყო საგამოძიებო სამსახურში, სადაც დაჰკითხეს და შემდეგ შინ დაბრუნების ნება მისცეს.  წყარო:

მოამზადა სიმონ კილაძემ
კომბლე
20 ნოემბერი 2020 13:39
ვაა როგორ ჩვენ მარგველასა გაავს)))))))))

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები