"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია"
"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია"
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირება მნიშვნელოვანია რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვის.

"მსგავსი სახის კონფლიქტები და მათი დარეგულირება რუსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჩვენთვის ეს არ არის ფუჭი სიტყვები, ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთში ცხოვრობს მილიონობით სომეხი და აზერბაიჯანელი", - განაცხადა კრემლის ლიდერმა თათბირზე, რომელიც მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსებას ეხებოდა.

მისი თქმით, რუსეთს აზერბაიჯანთან და სომხეთთან მრავალსაუკუნოვანი კავშირები აქვს.

"ამას აქვს ჩვენთვის შიდაპოლიტიკური განზომილება და ძალიან დიდ ინტერესს წარმოადგენს შიდა უსაფრთხოების
უზრუნველყოფის, პოლიტიკის თვალსაზრისით", - განაცხადა პუტინმა.

მისი შეფასებით, რუსეთს და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აკავშირებს განსაკუთრებული ურთიერთობები.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები