"ვიმედოვნებ, ჩვენ წარმოვადგენთ ვაქცინას, რომელსაც თურქეთი მთელი კაცობრიობისთვის აწარმოებს" - კვირის პალიტრა

"ვიმედოვნებ, ჩვენ წარმოვადგენთ ვაქცინას, რომელსაც თურქეთი მთელი კაცობრიობისთვის აწარმოებს"

თურქეთი აპირებს, მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახადოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჟებ ტაიფ ერდოღანმა "დიდი ოცეულის" სამიტზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმდინარეობს.

"ვიმედოვნებ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ვაქცინას, რომელსაც თურქეთი აწარმოებს მთელი კაცობრიობისთვის. "დიდი ოცეულის" პლატფორმამ უნდა მოამზადოს და მართოს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკურად ეფექტურ და სამართლიან წვდომას თითოეული ვაქცინისადმი", - განაცხადა ერდოღანმა.

მანვე გამოთქვა აზრი, რომ მსოფლიომ და განსაკუთრებით განვითარებულმა ქვეყნებმა პანდემიის პერიოდში სოლიდარობის გამოცდა ცუდად ჩააბარეს.

"ინტერპრესნიუსი"