დიდი ოცეულის ქვეყნები კორონავირუსის ვაქცინის სამართლიან განაწილებაზე შეთანხმდნენ
დიდი ოცეულის ქვეყნები კორონავირუსის ვაქცინის სამართლიან განაწილებაზე შეთანხმდნენ
დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ონლაინ კონფერენციას მართავენ, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის ვაქცინა და ტესტები მსოფლიოში სამართლიანად უნდა განაწილდეს. Reuters-ის ინფორმაციით, ოცეულის წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ღარიბი ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლის დროს მეტ დამხარებას საჭიროებენ.

"ჩვენ ვაცხადებთ, რომ მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი და თანაბარი უნდა იყოს, რისთვისაც ძალას არ დავიშურებთ", -განაცხადეს დიდი ოცეულის "ლიდერებმა.

Reuters-ის ინფორმაციით, დიდი ოცეულის სამიტი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მონაწილეები პანდემიის გამო შექმნილ მდგომარეობას განიხილავენ.
წელს ოცეულის სამიტის თავმჯდომარე ქვეყანა საუდის არაბეთია.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები