აშშ "ღია ცის ხელშეკრულებიდან“ ოფიციალურად გავიდა - CNN - კვირის პალიტრა

აშშ "ღია ცის ხელშეკრულებიდან“ ოფიციალურად გავიდა - CNN

აშშ "ღია ცის ხელშეკრულებიდან" ოფიციალურად გავიდა. ამის შესახებ CNN-ი წერს. ტელეკომპანია სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ექვსი თვის შემდეგ მოხდა.

1992 წლის ხელშეკრულება 34 წევრ ქვეყანას საშუალებას აძლევს აწარმოონ სადაზვერვო ფრენები სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ აშშ-მა „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის გადაწყვეტილების მიღების მიზეზად რუსეთის მიერ ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების პერმანენტული დარღვევა დაასახელა.

"ინტერპრესნიუსი"