"თურქეთი და რუსეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქი სამხედროების სადამკვირვებლო პოსტის განთავსებაზე ვერ თანხმდებიან"
"თურქეთი და რუსეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქი სამხედროების სადამკვირვებლო პოსტის განთავსებაზე ვერ თანხმდებიან"
თურქეთი და რუსეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქი სამხედროების სადამკვირვებლო პოსტის განთავსებაზე ვერ თანხმდებიან - ამ ინფორმაციას Reuters-ი თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება.

გამოცემის ცნობით, ოფიციალურ ანკარას სურს აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე დამოუკიდებელი საგუშაგო გახსნას, რასთან დაკავშირებითაც რუსეთთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ანონიმური წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ მოსკოვში გაგრძელდება.

მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთი მიიჩნევს, რომ ერთობლივი ცენტრისგან დამოუკიდებლად თურქეთის მიერ სადამკვირვებლო პოსტის განთავსება საჭირო არ არის.

შეგახსენებთ, თურქეთი და რუსეთი მთიანი ყარაბაღის
ზონაში ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნაზე რამდენიმე კვირის წინ შეთანხმდნენ. 17 ნოემბერს თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნას მხარი დაუჭირა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები