"ახლა უკვე რეალური იმედი არსებობს, რომ ვაქცინა - სხვა ჯანდაცვის ღონისძიებებთან ერთად, ხელს შეუწყობს COVID19 -ის პანდემიის დასრულებას" - კვირის პალიტრა

"ახლა უკვე რეალური იმედი არსებობს, რომ ვაქცინა - სხვა ჯანდაცვის ღონისძიებებთან ერთად, ხელს შეუწყობს COVID19 -ის პანდემიის დასრულებას"

გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, უკვე არსებობს რეალური იმედი, რომ პანდემია დასრულდება.

”ვაქცინების კვლევებთან დაკავშირებით უახლესი პოზიტიური სიახლეებით, ამ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება.

ახლა უკვე რეალური იმედი არსებობს, რომ ვაქცინა - სხვა ჯანდაცვის ღონისძიებებთან ერთად, ხელს შეუწყობს COVID19 -ის პანდემიის დასრულებას ",- განაცხადა გებრეიესუსმა.

"ინტერპრესნიუსი"