პენსილვანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არჩევნების შედეგები დაამოწმეს, რომლითაც ჯო ბაიდენის გამარჯვება დასტურდება."დღეს შტატის სახელმწიფო მდივანმა, პენსილვანიაში 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაამოწმა", - დაწერა სოციალურ ქსელში შტატის გუბერნატორმა ტომ ვულფმა.ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ში არჩევნები ჯო ბაიდენმა მოიგო, რომელმაც კოლეგიაში 306 ხმა მოიპოვა."ინტერპრესნიუსი"