პენსილვანიის შტატმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა - კვირის პალიტრა

პენსილვანიის შტატმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა

პენსილვანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არჩევნების შედეგები დაამოწმეს, რომლითაც ჯო ბაიდენის გამარჯვება დასტურდება.

"დღეს შტატის სახელმწიფო მდივანმა, პენსილვანიაში 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაამოწმა", - დაწერა სოციალურ ქსელში შტატის გუბერნატორმა ტომ ვულფმა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ში არჩევნები ჯო ბაიდენმა მოიგო, რომელმაც კოლეგიაში 306 ხმა მოიპოვა.

"ინტერპრესნიუსი"