"არ ვფიქრობ, რომ რუსი სამშვიდობოების მთიან ყარაბაღში ყოფნა ხუთწლიანი ვადით შემოიფარგლება"
"არ ვფიქრობ, რომ რუსი სამშვიდობოების მთიან ყარაბაღში ყოფნა ხუთწლიანი ვადით შემოიფარგლება"
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში ხუთ წელზე მეტი ხნის ვადით დარჩებიან. „ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტიების შექმნა უნდა მოესწროს, მაგრამ ვინაიდან ყარაბაღის კონფლიქტი გაჭიანურებულია, არ ვფიქრობ, რომ რუსი მშვიდობისმყოფელების რეგიონში ყოფნა ხუთწლიანი პერიოდით შემოიფარგლება“, – განაცხადა ფაშინიანმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის გაფორმებული შეთანხმება მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შესახებ, სხვა პირობებთან ერთად, რეგიონში რუსი სამშვიდობოების 5 წლის
ვადით განთავსებასაც ითვალისწინებს. თუმცა, ხელშეკრულების თანახმად, მათი იქ ყოფნის ვადა ავტომატურად გახანგრძლივდება კიდევ 5 წლით, თუ არც ერთი მხარე არ მოითხოვს 6 თვით ადრე შეთანხმების ამ პუნქტის შეწყვეტას.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები